Digest Logo

მომღერლის პირველი კომენტარი დღის სკანდალზე

1600632317
ნინის ბოდიში

მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა, „დაიჯესტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ გოგოს, რომლის მისამართითაც მან კომენტარი დაწერა, ბოდიშს უხდის.

„რა თქმა უნდა, ჩემი კომენტარი იყო უხეში, გადამეტებული და არასწორი. მე მიჩვეული ვარ საზოგადოებისგან კრიტიკას, მაგრამ ამ გოგოსთვის ეს დიდი სტრესი აღმოჩნდა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას მივმართო, დაინდონ კომენტარის ავტორი, რადგან ის გოგო არის სტრესში“- გვითხრა ნინი ბადურაშვილმა.

მომღერალი საზოგადოებას ურჩევს, მსგავსი ტიპის აგრესიისგან თავი შეიკავონ და კომენტარის ავტორს ბოდიშს უხდის.

„ბოდიშს ვუხდი იმ გოგოს, ვეღარ ვაწვდენ ხმას, აღარ არსებობს ფეისბუქზე და ყველას ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ, ზოგადად, მე ვიქნები თუ ნებისმიერი სხვა, მსგავსი ტიპის აგრესიისგან რადგან ეს არაფერს მოიტანს, ჩემზე ცუდი რაღაცების წერას მე უკვე მიჩევულიც ვარ“- ამბობს „დაიჯესტთან“ ბადურაშვილი.

ინფორმაციისთვის, ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. FACEBOOK-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, ნინის ამ კომენატარს კი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.