
ჟურნალ „სარკესთან“ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველი, ირმა ჭკადუა საუბრობს და ამტკიცებს, რომ ცნობილი ჩოგბურთელის მიმართ მალე გამამართლებელი განაჩენი გამოცხადდება და რასაც მისი ყოფილი ცოლის ადვოკატები აცხადებენ, მტკნარი სიცრუეა.
„შეგიძლიათ, ნახოთ, რა ქონებას ფლობდა ნეკა დოროყაშვილი ქორწინებამდე და რა ქონებას ფლობს დღეს.
ნიკოლოზმა აიშენა თავისი ოცნების სახლი და ეს ყველაფრით აღჭურვილი სახლი დაუტოვა თავისი შვილის დედას.
რა სახლზეა საუბარი? სასამართლოს გზით ართმევსო?
არა. ეს სახლი გადაფორმებულია დოროყაშვილზე და არანაირი დავა არ მიმდინარეობს. დამატებით ითხოვდა კიდევ ერთ სახლს გარკვეული პირობებით, ნიკოლოზს მუდმივად უშლიდნენ ხელს ბავშვთან კომუნიკაციაში და უთხრა, რომ კიდევ ერთ სახლს აჩუქებდა, ოღონდ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება მიეცათ, მაგრამ ამაზე არ დათანხმდნენ, ამიტომ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, სახლი ლუკასს მას მერე აჩუქოს, როცა ის 18 წლის გახდება.