„პრაიმშოუს“ წინასაახალწლო გადაცემაში სალომე ღვინიაშვილის, ნინი ბადურაშვილისა და ნოე სულაბერიძის შვილები წამყვანის ამპლუაში იყო. როგორც გოგონებმა აღნიშნეს, ყოველთვის აინტერესებდათ, როგორი იყო იქ ჯდომა, საიდანაც ყოველ ოთხშაბათს მათ მშობლებს გადაცემები მიჰყავთ.
ელენე კუტალაძემ, ლიზა სულაბერიძემ და ნიტა და ტასო და ხიზანიშვილებმა ცნობილ მშობლებზე და მათ საქმიანობაზე ისაუბრეს.
„ნინიზე ვარ სულ გაბრაზებული, იმიტომ, რომ სულ სამსახურშია და არასდროს არ სცალია ჩემთვის“ - აღნიშნა ნინი ბადურაშვილის გოგონამ, ელენემ.
მან ასევე თქვა, რომ დედის მსგავსად, ტელეწამყვანობა არ სურს და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.