Digest Logo

🎥 „დედამიწა უარყოფით ენერგოველშია: მატულობს ეჭვიანობა, ჭორები და კონფლიქტები“ - რომელ ნიშნებს ელოდებათ რთული კვირა და ვის წარმატებული? მიხეილ ცაგარელის რჩევები

1792999328
მიხეილ ცაგარელი

„ამ კვირაში, განსაკუთრებით ყველას გვჭირდება კარგი განწყობა, რადგან დედამიწა არის უარყოფით ენერგოველში. დღეს 26 ოქტომბერს ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება, ამიტომ იყავით ყურადღებით, არ აჰყვეთ ემოციების. კუროს ზოდიაქოში არის მთვარე, ხოლო მორიელში მზე ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამათი საწინააღმდეგო ენერგიები მოდის დედამიწაზე, მატულობს სარკასტული გამონათქვამები, ეჭვიანობა და პირდაპირობა“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რჩევებს უზიარებს. 

როგორც ასტროლოგი გვირჩევს უმჯობესი იქნება არ აჰყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ეცადეთ ყველაფერი გაატაროთ. 

ორშაბათს არ დაიწყოთ ახალი საქმე, არ შეხვიდეთ კონფლიქტებში. 

სამშაბათს - გექნებათ გამოცდები, ძველმა წყენამ და გაუგებრობამ შესაძლოა, იჩინოს თავი. 

ოთხშაბათს - არ აჰყვეთ მავნე ჩვევებს, დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. 

ხუთშაბათს - ყველას გიწყობთ გამოცდას ეს დღე, რამდენად მდგრადია ფინანსური და სასიყვარულო ურთიერთობა.

შაბათი - ეცადეთ გაიაზროთ რაღაცები, მაგრამ არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება.

კვირა - ეს დღე გამოცდას უწყობს თქვენ შეთანხმებას. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება: 

♈️ ვერძი 

ფარული მტრები და ჭორები თქვენ წინააღმდეგ იწყებენ გაძლიერებას, თქვენში მატულობს წყენა და ეჭვიანობა.

♉️ კურო

შრომინსაურიანობა, მატულობს თუმცა გაუფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობს, ეს კვირა არ არის კარგი სასამართლო საქმიანობისთვის. 

♊️ ტყუპები

ენერგოტონუსი მცირდება, შინაგანად აგრესიული და გაღიზიანებული ხდება, უნდათ სულსწრაფობა ყველაფერში - მაქსიმალური დიპლომატია გამოიჩინეთ ამ კვირაში. 

♋️ კირჩხიბი

ერთ-ერთი ფავორიტი ხართ ამ კვირის, თუმცა ფრთხილად იყავით - ფირმა, სადაც მუშაობთ შეიძლება დაიხუროს, მოხდეს ლიკვიდაცია ბიზნესი, შესაძლოა ქურდობის წინაშეც აღმოჩნდეთ. სიყვარულის დროა და ეცადეთ ყველა სიტყვაში ჩააქსოვეთ სიყვარული, მეტად წარმატებული იქნებით.

♌️ ლომი

მეტად კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით, ნაკლები პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, მაგრამ ფრთხილად იყავით, უპასუხისმგებლობის გამო შეიძლება, აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში.

♍️ ქალწული

ენერგოტონუსი მატულობს, ბევრი რამ შეგიძლიათ აიღოთ საკუთარ თავზე, გამოგდით ყველაფერი - თუმცა ფრთხილად იყავით. ყველაფერი, რასაც გეტყვიან და გაიგებთ გადაამოწმეთ, მაღალია მოტყუების ალბათობა.

♎️ სასწორი

ჯერ კიდევ ეიფორიულ მდგომარეობაში არიან, შესაძლოა სხვებმა თქვენი ეს ეიფორია თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და აკონტროლეთ, რა ხდება თქვენ ზურგს უკან. 

♏️ მორიელი

მთავარი ფავორიტია, მატულობს შარმი, მიზიდულობა და ყველაფერი თქვენ მხარესაა, მატულობს ინტუიცია და ეცადეთ, იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, ასევე ეცადეთ ამ კვირაში უფრო ყურადღებით იყო - კომპრომისების მიღწევა რთულდება. 

♐️ მშვილდოსანი

თქვენ ახლა გჭირდებათ გაფრთხილება, ეს არის დაბადების წინა პერიოდი, როდესაც იმუნიტეტი ყოველდღე მცირდება. ასევე მარტივად იღლებიან, მაღალია ფინანსური სირთულეების ალბათობა, ასევე მატულობს ფარული მტრები და ჭორები - გამოიჩინეთ სიფრთხილე, არ დაიწყოთ არაფერი ახალი. 

♑️ თხის რქა

მოტყუების მცდელობა მაღალია. შესაძლოა, მოგიწიოთ ჯარიმების გადახდა. ჯანი მატულობს, ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები შემდეგ კვირიდან დაიწყოთ. 

♒️ მერწყული

რთულდება პარტნიორული ურთიერთობები, ასევე რთულდება ურთიერთგაგება, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ხელმძღვანელ პირებთან, თქვენმა სიჯიუტემ შესაძლოა, ცუდი როლი ითამაშოს. 

♓️ თევზები

შარმი, მიზიდულობა მატულობს ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია, საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის. აქტიური ხდებით - მაგრამ მომავალი კვირა უკეთესია და ეცადეთ ამ კვირაში არ მოინდომოთ ყველაფრის გაკეთება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ემოციური ფონი მაღალია, მოერიდეთ კამათს, აჩქარებას და სარისკო გადაწყვეტილებებს...“ - მიხეილ ცაგარელი 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ურთიერთობები ჰარმონიითა და სითბოთი გაგახარებს...“ - 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕