მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ გადაცემაში „ნოესთან“ თავის პირად ცხოვრებასა და ყოფილ ქმრებზე ისაუბრა. როგორც იამ თქვა, ის სხვადასხვა ქორწინებებიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც იყო.
ნოე სულაბერიძე: სულ რამდენი ქმარი გყავდა?
ია ფარულავა: ოთხ-ნახევარი... მერვე წელია, რაც მე და ტარიელი ვართ ერთად და მე მისთვის არ მიღალატია! დანარჩენებს დედა ვუტირე!
იამ გადაცემაში ფადი ასლისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:
„ყველა ამბობს, რომ მე და ფადი საუკეთესო წყვილი ვიყავით და დღემდე მისტირიან ამ წყვილს. მაქვს თვისება, რომ რაღაცებს ვბლოკავ და აღარ განვიცდი. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ მე არასდროს წამიყვანა ლიბანში და აი, ის გოგო წაიყვანა – ჩემს მერე ვისთანაც ჰქონდა რომანი. დღესდღეობით, ვმეგობრობთ. თვეში, ორ-თვეში ერთხელ ლანჩი გვაქვს. ის თავის, მე ჩემს ამბებს ვუყვები. ჩემს შემდეგ მეორე, ძალიან მძიმე რომანი ჰქონდა, რომელზეც ვსაუბრობდით. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ“