Digest Logo

„პასიური ჰომოსექსუალი“, „რუსეთებში გულაობა“, ფულით ნაყიდი თავისუფლება - გია კორკოტაშვილის სკანდალები

1618342980
გია კორკოტაშვილი

„ქალბატონო ფინტიკოზა ფიგურუ პაკაჟი“, - გახსოვთ? რა თქმა უნდა გახსოვთ და რა თქმა უნდა გია კორკოტაშვილი გაგახსენდათ.

კიდევ რაზე გახსენდებათ კორკოტაშვილის სახელი?

მის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება, რომელთა შესახებაც დღეს გიამბობთ.

ის თავისი ქმდებებით კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება და შემდეგ  ჟურნალისტებთან თავადვე, თამამად  საუბრობს.

 

 

🔘 ღალატი და ტირილი

ძალიან ბევრი ღალატი მაქვს ნანახი მეგობრისგან, ახლობლისგან და ასე შემდეგ. ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ მივეჩვიე, რომ ადამიანებზე დიდი ფსონი აღარ დავდო.

შენ თუ ადამიანი გიყვარს, როცა ხედავ, შეცდომის დაშვებას იწყებს, აუცილებლად უნდა ჩაერიო და არ მისცე ამის უფლება. მე ვცდილობ, ვიყო ერთგული, ეს ერთ-ერთი დიდი თვისებაა ადამიანში.

ასევე, მიტირია კიდეც, უბრალოდ სინანულისგან.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ რომ დავიჩოქე, მაშინ ვიტირე და მაცხოვრის საფლავზე. ჩემდა უნებურად წამსკდა ცრემლები. რამდენი ხანი ვტიროდი, არ ვიცი. ეს იყო სინანულისგან.

🔘 ჰომოფობია

ვემიჯნები უზნეობას. მაგალითად, „ელგებეტე“ წესით მაცხოვრებლებს, ბოროტ, შურიან კაცებს. ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ.

ყველამ იცხოვროს ისე, როგორც უნდა, თავის უზნეობას თავზე ნუ მომახვევს და პროპაგანდას ნუ ეწევა. რომ ამბობენ, ნახე, რა „დაქოქილი ტიპია“, ყველა დროში კარგად იცხოვრაო. ასეთი კაცის არ მწამს. როგორ შეიძლება, ადამიანი ყველასთან ერთნაირად კარგად იყოს, არ მესმის.

🔘 „რუსეთის აგენტი“

კორკოტა პუტინის აგენტია – მე თავის მართლებას არ ვაპირებ, რადგან ისედაც მართალი ვარ.

მე ხომ ვიცი და ღმერთმა ხომ იცის, რამხელა სისულელეა ეს ყველაფერი. ამ უსინდისო ადამიანებმა, უსინდისოს, რატომ ვეძახი იცი, ადამიანი რომ თავის თვალში დირეს ვერ ამჩნევს და სხვის თვალში ბეწვს ეძებს, უსინდისოა აბა რა!..

ბატონმა იმამმა, მიშამ რომ თავის დროზე ყველა სტრატეგიული ობიექტი გადააბარა რუსეთს, არავის ხმა არ ამოუღია და ახლა ის ადამიანები მე მაქილიკებენ.

ეს არიას მონური იდეოლოგია. ნებისმიერი მათგანი რომ წასულიყო და ემღერა რუსეთში, მოვიწონებდი ამ საქციელს. მხოლოდ იმას კი არ დავარქმევდი, რომ ხელოვანი კაცია, წავიდა და იმღერა... ამით ურთიერთობების დათბობას ეწყობა ხელი.

გული რაზე მწყდება, იცი? თუ მაგათ საქართველო ჩემზე მეტად უყვართ, ჭორაობით კი არა, საქმით დამიმტკიცონ. ამ ადამიანებს სინდისი რომ ჰქონდეთ, იმას გაითვალისწინებდნენ, რომ რუსეთში მილიონ ორასი ათასი ქართველი ცხოვრობს და იქაური გასამრჯელოთი არჩენენ ოჯახებს.

რუსეთიდან ბევრმა ქართველმა ნაცნობმა, მეგობარმა დამირეკა ამ გადაცემის შემდეგ. ტიროდნენ, შენ გენაცვალე, ძველი დრო გაგვახსენე, როგორ წახვედი ისე, რომ არ გვინახულეო.

მე მათ შევპირდი, რომ რუსეთში აუცილებლად გავმართავ კონცერტს იქ მცხოვრები ქართველებისთვის. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ბიჭებთან ერთად. გადავფრინდებით, ბევრ ქართველს შევკრებთ და ისეთ კონცერტს გავმართავთ, რომ ქართველები ცხოვრების „იშტაზე“ მოვიყვანოთ.

🔘 „მეუღლემ დამითრია“

მეუღლემ თვითონ დამითრია. მგონი, რაღაც ჩამიყარა. წყნეთში გავიცანი. ნადირობიდან მოვდიოდი და ეს პეპლებს იჭერდა.

მე მივხვდი, რომ ის ის იყო და ისიც მივახვედრე. ახლა ისე აღარ მიყვარს, მაგრამ ოთხი შვილი გვყავს და ვეღარ ვცილდები.

🔘 „კარგი შემოსავლის პატრონი“

ჭორები მეც გამიგია და დამიჯერეთ, რა ქონებაც მაქვს, ყველაფერი ბანკში მაქვს დაყადაღებული.

ერთხელ გავიგე ჩემზე ჭორი, თითქოს რესტორან „ნაცნობის” მეწილე ვიყავი. კარგი რესტორანი იყო, მაგრამ ჩემი წილისა რა მოგახსენოთ.

🔘 ფულით ნაყიდი თავისუფლება და „რუსეთებში გულაობა“

კომუნისტების დრო ეძახეთ თქვენ და ადრე, თბილისში სულ სხვა ურთიერთობები იყო. არ გეგონოთ, იმ დროს მივტირი, უბრალოდ, მენანება ის ურთიერთობა, რაც იყო და ახლა რაც გაუფასურდა. მამა დამსახურებული იურისტი იყო, დედა კი ტექნოლოგი. ოჯახში არასდროს გვიჭირდა, მაგრამ სულ ვცდილობდი ჩემი ფული ჩემივე შრომით გამომემუშავებინა.

ამით, საზოგადოებაში ჩემს ადგილს ვიმკვიდრებდი, მუშაობას ვეჩვეოდი და ხალხთან ურთიერთობას ვსწავლობდი. კომუნისტების დროს მუშაობა სავალდებულო იყო, რადგან კანონში პირდაპირ ეწერა – უმუშევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან იძულებითი სამუშაოთი.

მეცხრე-მეათე კლასში უკვე დამოუკიდებელი ვიყავი. ძმაკაცებთან ერთად მარტო დავდიოდი დასასვენებლად. მშობლები კი მაფინანსებდნენ, მაგრამ გასართობად რას გვეყოფოდა ის ფული. ამიტომ, ერთი თვით ქარხანაში ვმუშაობდი და იმ ფულით მერე, „ჯიგრულად” „ვგულაობდი”. თუმცა, ბიძებიც „მიჭყუნავდნენ” ხშირად ფულებს ჯიბეში.

ახალგაზრდობაში, ხშირად მიწევდა რაგბიდან საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ქართველ კაცს ისეთ პატივს სცემდნენ, ისე ეშინოდათ და ისეთი რიდით ექცეოდნენ რუსეთში, უნდა გენახათ. ვერ გეტყვით, ეს საიდან „მოკოტრიალებდა”, მაგრამ ფაქტი იყო, ზედმეტს ვერავინ გაგვიბედავდა. ფაქტია, რუსეთში სიტყვა „გრუზინი” ჭრიდა. ახლა, სამწუხაროდ, პირიქით, „გრუზინობა” დასაცინი გახდა.

მაშინ, ქართველი მამაკაცი რუს მამაკაცს ან ქალის გამო უწყებდა ჩხუბს, ან „ნიტაკოი” გამოხედვის გამო. სხვა რა გვქონდა საჩხუბარი? არაერთხელ მოგვსვლია ბიჭებს ჩხუბი. მაშინ, ჩხუბზე თუ დაგიჭერდა მილიცია 15- დღიანი „მორჭობილი” გქონდა. მაგრამ, თუ „ჩაუკუჭავდი” ფულს მილიციელს, რა პრობლემა იყო?

ასე ვყიდულობდით საკუთარ თავისუფლებას, 150-200 მანეთით. იმდენჯერ მაქვს ასეთი თანხები გადახდილი წვრილმანი ხულიგნობისა და ანცობისთვის, მაგას ვინ მოთვლის. დიდი მაკვარანცხი და აქტიური ახალგაზრდები ვიყავით, უშიშარი და ამაყი, მაგრამ არა უზრდელი და თავხედი. სხვათა შორის, ქალის გამო გვიქურდია კიდეც.

🔘 ფარული ჰომოსექსუალი?

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი გიორგი კორკოტაშვილს ჰომოსექსუალს უწოდებს და ამბობს, რომ „ასე აქტიურად ნეგატიურ პოზიციაში იმალება პასიური ჰომოსექსუალი".

„ვკითხულობ გიორგი კორკოტაშვილის პოსტებს. ის არის ფარული ჰომოსექსუალი, რომელიც განსხვავებით სხვა ადამიანებისგან ვერ პოულობს მეორე ნახევარს, გულით მეცოდება, თქვენ კიდევ ლანძღავთ, აღარ იცის სად წავიდეს და როგორ მოიქცეს, ამიტომ იგინება და ილანძღება, შეიძლება ეშინია.

ფაქტია, რომ ასეთი აქტიურად ნეგატიურ პოზიციაში იმალება პასიური ჰომოსექსუალი.

ნუ გეშინიათ ბატონო გიორგი, არაფერი ცუდი ჰომოსექსუალიზმში არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ორიენტაცია.

თქვენ ცხოვრობთ კარგ ქვეყანაში, ჩვენ ვმეგობრობთ ლგბტ საზოგადოებასთან და არ მიგვაჩნია, რომ ისინი ცუდები ან განსხვავებულები არიან.

არც თქვენ არ იქნებით გამონაკლისი, უბრალოდ ასეთი ფორმით საუბარი არ გიხდებათ..",- წერდა ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

დაყადაღებული ბინა, ნარკოტიკები, ემიგრაცია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები - ზურა დოიჯაშვილის პორტრეტი

ვინ არის გია სურამელაშვილის შვილი და როგორი ურთიერთობა აქვს რძალთან

48 წლის მამინაცვალმა 13 წლის გერი ლოტკინის ტყეში გააუპატიურა