Digest Logo

პოლიტიკოსების შვილები, რომლებიც მშობლების გზას გაჰყვნენ

1605018508
მომავალი თაობა პოლიტიკაში

ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდა ლიდერებს აკისრიათ. როგორც წესი, ისინი არ ოცნებობენ პრეზიდენტობა-პრემიერობაზე ან რომელიმე თანამდებობის დაკავებაზე. გამოდიან კონკრეტული საკითხის მოგვარების მოთხოვნით ან სისტემის წინააღმდეგ.

შემდეგ ისე ვითარდება პროცესები, რომ საზოგადობა მათ პოლიტიკაში მოსვლას ითხოვს. ასე აღმოჩნდნენ თავის დროზე დიდ პოლიტიკაში სხვადასხვა პირები. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ზოგიერთი მათგანის შვილი მშობლის გზას დააგდა, ზოგმა კი აბსოლუტურად განსხვავებული გზა აირჩა.

დაიჯესტი“ იმ პოლიტიკოსების შვილებზე მოგიყვებათ, რომლებიც სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები არიან და გეზი პოლიტიკისკენ აქვთ აღებული.

გუბაზ სანიკიძის შვილი, ლევან სანიკიძე, ერთ-ერთია, იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს რუსი ჩინოვნიკის, გავრილოვის პარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლას აპროტესტებდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომისა და პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ

levan-sanikidze_o_h.jpeg

ბექა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ დამფუძნებელისა და ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილია. ბექა, მამის კვალს გაჰყვა და ახლა ძალებს ამ სფეროში სცდის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ის „ლეიბორისტული პარტიიდან“ მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

beka-natelashvili_o_h.jpeg

მარიამ გეგუჩაძე - ტელეწამყვანისა და წყალტუბო-ვანი-ხონი-სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის შვილია. მარიამმა საზოგადოებას თავი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაამახსოვრა. ის თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთდ აქტიურად მართავდა აქციებს.

მარიამი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლაც აქტიურადაა ჩართული. ის 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს.

mariam-geguchadze_o_h.jpeg

დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერზენიშვილი სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენელია. საზოგადოებამ ზუკაც 2018 წლის 20-21 ივლისის მოვლენების შემდეგ გაიცნო.

zuka-berdzenishvili_o_h.jpeg

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა ვერ ისწავლა ტრამპმა ივანიშვილისგან და რატომ წააგო არჩევნები?

არჩევნების შედეგებს მარტივი სამართლებრივი მანიპულაციები გადაწყვეტს - ნიკოლაძე

მოულოდნელი მსგავსება ქართველ და ამერიკელ ამომრჩეველს შორის - არჩევნები 2020