პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი წევრი, გოგი წულაია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.
ის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა.
ამ საქმეში დაზარალებულია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, „კურიერის“ ინფორმაციით, წულაია დანაშაულში ამხილა და პოლიციაც თავად გამოიძახა.
გთავაზობთ ქალის პირველ კომენტარს, რომელმაც „კურიერთან“ ისაუბრა.
„წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. ცოტა დალია, მოწია კიდეც და ძალადობაზე გადმოვიდა.
თავს ვუშველე, დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა.
არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს,“ - ამბობს „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში დაზარალებული ქალი.
პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
სარაუდო დაზარალებული ქალი, ასმათ დვალიშვილია.
როგორც „დაიჯესტისთვის“ არის ცნობილი, ის არასამთავრობო ორგანიზაციის „ პროგრესული თაობის“ პრეზიდენტია.
აგრეთვე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია.
სავარაუოდოდ, არის დაოჯახებული და ჰყავს ერთი შვილი.