ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული მსახიობი მაკა შალიკაშვილი ისეთივე წარმატებულია თეატრში, როგორც კინოში. უყვარც როგორც ფილმების, ისე სპექტაკლების მაყურებლებს.
მაკას ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული. ის წლების წინ 10 წლით უმცროს ბიჭზე, მსახიობ რატი გოგუაძეზე დაქორწინდა.
თანაცხოვრების პერიოდში მათ ერთი შვილი, თინანო გაუჩნდათ. თუმცა ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ოჯახი დაინგრა...
„28 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ. იქით მხრიდან, ალბათ, იყო. ჩვენი ურთიერთობა ფინანსურმა მხარემ გააფუჭა და კიდევ და იმან, რომ იმ პერიოდში მე არარეალიზებული ვიყავი, არ მქონდა ჩემი საქმე. მე არ ვარ ტიპი, რომელიც სახლში უნდა ჩაჯდეს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სოციუმი, ხალხი, ურთიერთობები. მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, თინანო უნდა გამეჩინა, ფეხმძიმე კი ასეთი აქტიური ვერ ვიქნებიდი. მერე პატარა შვილი მყავდა და ვერ ვიგრიალებდი. ამან ხასიათი გამიფუჭა, ურთიერთობაც დაიძაბა. არ მქონდა გამოცდილება, რომ რაღაცები გამეტარებინა. ჩემს თავს ბევრ რამეში ვადანაშაულებ.
არც პირველი წყვილი ვიყავით და არც უკანასკნელი, რომელთაც ათწლიანი სხვაობა ჰქონდათ. უბრალოდ, ჩემდა სამწუხაროდ, არ მოხდა ისე, რომ ჩვენ ბოლომდე ერთად ვყოფილიყავით. დაშორება თავიდან რატის ინიციატივა იყო, მაგრამ შემდეგში მეც მივხვდი, რომ ასე ჯობდა. თუმცა შეიძლება მოვიდეს დრო და ისევ ერთად ვიყოთ. მთავარია, რომ თავი მეც და მანაც კარგად ვიგრძნოთ. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, გულში ბოღმა არ მაქვს და არც გაბრაზებული ვარ, განქორწინების დროს, იმ თვეების განმავლობაში ჩემს თავს ვაგუებდი, ამ სიტუაციას და თავში ვიბეჭდავდი, რომ რაც ხდება, კანონზომიერია. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში შესაძლებელი იყო, ოჯახი არ დაგვენგრია, არაფერი ასატანი არ გვქონდა არც მე და არც რატის, მაგრამ რატომღაც ასე მოხდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განცდების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა, ემოციების ტალღამ გადაიარა.
ვინაიდან ერთ თეატრში ვართ, გვყავს საერთო მეგობრები და რაც მთავარია შვილი, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. თინათინს ჭკუა ეკეტება რატის ოჯახზე, იქაა გაზრდილი. მშობიარობიდან 40 დღის შემდეგ თეატრში სამუშაოდ გამიშვეს და პრობლემა არასდროს შემქმნია ბავშვის გამო, ვერ გავიხსენებ სიტუაციას, როცა ამ მიზეზით სადმე არ წავსულიყავი. დღეს, როცა ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, იგივე სიტუაციაა, მეუბნებიან, მაკა, ოღონდ შენი ცხოვრება მოიწყვე, ბავშვი ჩვენ დაგვიტოვე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენსო“, - ამბობდა მაკა შალიკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
განქორწინების შემდეგ მაკამ საკუთარ გარეგნობაში ცვლილება შეიტანა.
„თუ ადამიანს სურს, იყოს უფრო ლამაზი და კარგი, ქირურგიულ ოპერაციაში ცუდი არაფერია, ეს სტიმულს გაძლევს, მით უმეტეს, თუ გაგიმართლა, ყველაფერი კარგად ჩატარდა და ვიზუალურადაც უკეთესად გამოიყურები, ამაზე კარგი რა არის?! საერთოდ, ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა რისკზე წასვლაა, მით უმეტეს მსახიობისთვის. მე მიწევს სხვადასხვაგვარი გმირის განსახიერება, წარბებგადაჭიმული და დიდტუჩება მაკა კი იმ ხასიათში არ ჯდება, ვისაც მე ვთამაშობ ხოლმე. სხვათა შორის, ძალიან უნდოდათ ჩემი ცხვირის მოჭრა, მაგრამ ეს რომ გავიკეთო, მაშინ უკვე ნამდვილად სხვა ადამიანი ვიქნები, ცხვირი სახასიათო დეტალია ჩემს გარეგნობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მხოლოდ წარბებისა და ტუჩების კორექცია გავიკეთე, წარბი ავიწიე, ზედა ტუჩი კი ცოტა დავიბერე, შედეგად დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ, რადგან სარკიდან სრულიად განსხვავებული ადამიანი არ მიყურებს“, - ამბობს მაკა შალიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები