Digest Logo

რატომ ემალებოდა ნინო ჩხეიძის მამა ჟურნალისტებს 15 წელი - გაიცანით მომღერლის მშობლები

1612260449
ნინო ჩხეიძე

ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე საზოგადოების და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა, მაგრამ მომღერლის მშობლების შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის.

ამ სტატიაში ჩვენ ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახის, ნინო ჩხეიძის, მშობლებზე მოგიყვებით.

ნინო ჩხეიძის მამა გიორგი ჩხეიძეა, ის ჟურნალისტებთან 15 წლის განმავლობაში არ ჩანდა.

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ კი გადაცემაში „იმედის დღე“15-წლიანი „დამალვის“ შემდეგ მამა გამოაჩინა. გიორგი ჩხეიძემ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში არ ჩნებოდა, რადგან ზედმეტი წონის კომპლექსი ჰქონდა, ახლა კი 25 კილოგრამი დაიკლო.

ნინო ჩხეიძის მამა მუსიკოსია, თუმცა შვილისგან რადიკალურად განსხვავებულ ჟანრს მისდევს.

„ნინო ძალიან დადებითი აურის მქონე ადამიანია, რომელიც კეთილგანწყობას ყველას მიმართ ავრცელებს. სულ უნდა, რომ სიკეთე გააკეთოს. ნინო ბავშვობიდანვე მეოჯახე იყო“- ჰყვება გიორგი ჩხეიძე შვილზე.

„მახსოვს ერთხელ შუა აზიაში გამგზავნეს საქმეზე, ჩემი მეუღლე პოლონეთში იყო წასული. ამ დროს ნინო იყო 12 წლის. მაშინ ბევრჯიბიანი შარვლები არ იყო და ნინომ მთელი ღამე შარვალზე ჯიბეებს მიკერავდა. ასე გამამგზავრა – ამბობს გიორგი ჩხეიძე.

„ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მამა იყო ჩემი მეგობარი. ჩემი ბავშვობის სიყვარულის ამბებს, მამას ყოველთვის ვუყვებოდი. მამას მაშინ ჰყავდა ძალიან კარგი მანქანა, მინდოდა მე თვითონ დავმჯდარიყავი საჭესთან, მაგრამ ვერ ვატარებდი, იმიტომ რომ სოლოლაკში ცუდი ქუჩებია. ვთხოვე მამა სტუმარი უნდა მოვიყვანო და ამოსახვევში დამხვდი-მეთქი და დამთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონდა საჭესთან რომ ვიჯექი. რაც უნდა მეთხოვა, მამა ყოველთვის გვერდით მედგა”- ამბობს ნინო მამაზე.

ნინო ჩხეიძე დედასთან, ქეთინოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს, თუმცა რას საქმიანობს ნინოს დედა ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება.

როგორ გაიცნეს ნინოს მშობლებმა ერთმანეთი

„დედაჩემის კლასელი იყო, მამას მეზობელი. ეს გოგო მეორე სართულზე ცხოვრობს და დედაჩემი სკოლაში რომ მიდიოდა ქვემოდან ეძახდა ყოველთვის, რომ ერთად წასულიყვნენ სკოლაში. გია კი ყოველ დილით ამ სცენას უყურებდა“- ამბობს ნინო.

„მთელი 6 თვე ვუყურე მათ შეხვედრის სცენებს, ერთ დღეს ჩემმა დამ მითხრა ნანიზე - ნახე, რა კარგი გოგოაო და ასე მიიქცია ნანიმ ჩემი ყურადღება“- ამბობს გიორგი ჩხეიძე.

ნინო ჩხეიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ნანობს მამას, რომ არ დაუჯერა და ერთზე მეტი შვილი არ გააჩინა.

„ბავშვობიდან კარიერის აწყობა მინდოდა. სულ მეუბნებოდა ჯერ ქალმა უნდა შექმნას ოჯახი და მერე საქმეო.

ახლა ვეთანხმები. ვთვლი ყველა ქალის დასაყრდენია კარგი ოჯახი და კარგი შვილები. ცოტა ვნანობ კიდევ რომ არ გავაჩინე შვილი.” – ამბობს ნინო ჩხეიძე.



🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?