ცნობილი მსახიობი გიორგი ნაზღაიძე ტაბლოიდების ყურადღებას ხშირად იქცევს, მისი ცხოვრება უამრავი ქარტეხილით იყო სავსე.
View this post on Instagram
ნაზღაიძეს ქალისგან, რომელთანაც 6 წელი ცხოვრობდა, შვილი ჰყავს, თუმცა გიორგის ბავშვთან ურთიერთობა არ აქვს.
„ბავშვის თემა, დღემდე გაურკვეველია. დეენემის ანალიზს არ მაკეთებინებენ. არაერთი გადაცემაც მზადდებოდა ამ თემაზე, სადაც „დეენემის“ ანალიზი უნდა გაკეთებულიყო, რაზეც უარი თქვეს, წამყვანს დაემუქრნენ სასამართლოთი და მერე გადაცემა ჩავხსენი. იმიტომ არა, რომ მათ უნდოდათ ასე, უბრალოდ, მარტო ერთი მხარე – მე ვსაუბრობდი.
ყველაფერი საჯაროდ ნამდვილად არ გამომაქვს, არც ვსაუბრობდი ამის შესახებ, მაგრამ თბილისი არაა დიდი და მაინც გამჟღავნდა. რეალურად, მე, ადვოკატებთან ერთად, ყველა დეტალი გავიარე და ვიცი, რომ ამერიკაში დაბადებულ ბავშვთან, რომელსაც დოკუმენტებში ამერიკელი უწერია, უძლური ხარ, აქედან ვერ იბრძოლებ.
არა და შევეშვი კიდეც, ხელები ამიწევია. ცხოვრება გრძელდება, ვერაფერს ვიზამ. ბავშვი ახლა, დაახლოებით, 7-8 წლის უნდა იყოს. მე ერთი „დეენემის“ ანალიზს ვითხოვდი, რომელზეც დედამისისგან ისტერიული ღნავილი და სასამართლოებით მუქარები მივიღე. რატომ? თუ რაღაც არასწორს ვამბობ? აღარ მადარდებს ეს, მჯერა, დრო ყველაფერს მიხედავს და თავის ადგილას დაალაგებს. რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება“- ამბობს ნაზღაიძე თბილისელებთან.
ახლა რა ხდება ნაზღაიძის პირად ცხოვრებაში მსახიობი ამის შესახებ საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს დავუჯერებთ, მან ცხოვრების თანამგზავრი იპოვა.
View this post on Instagram
View this post on Instagram
View this post on Instagram