ცნობილი რეპერი ბერა ივანიშვილი გუშინ, 23 დეკემბერს 26 წლის გახდა. ბერამ დაბადების დღე ვიწრო წრეში აღნიშნა.
სოციალურ ქსელში რეპერის დაბადების დღის ერთადერთი ფოტო გავრცელდა, სადაც ის მეუღლესთან და ვაჟთან ბერუკასთან ერთად არის.
View this post on Instagram
მეუღლეს ნანუკა გუდავაძემ, ბერას დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა, თუმცა უცნობია რა აჩუქა მეუღლეს.
View this post on Instagram
თუმცა, ბერას მისმა უმცროსმა ძმამ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა და დაბადების დღეზე, ცოტნე ივანიშვილმა მის მიერ დახატული ბერას პორტრეტი აჩუქა.
View this post on Instagram
ინფორმაციისთვის, ივანიშვილების ოჯახის შესახებ ძირითად ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვიღებთ. თუ მათ მიერვე გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალით ვიმსჯელებთ, ისინი არჩევანში არ შემცდარან, დროსთან ერთად კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც მათი საერთო ინტერესებიდან და ხედვებიდან ჩანს. თავისუფალ დროს ოჯახურ გარემოში, პატარა შვილთან - ბერუკასთან ერთად ატარებენ და სახალისო, შემოქმედებით ვიდეოებს გვთავაზობენ.