ერთი წლის წინ პროდიუსერმა ნოე სულაბერიძე „მის საქართველო 2011“- ზე ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა და წყვილს უკვე საერთო შვილი ჰყავთ.
ჯანეტს და ნოეს, როგორც სოციალური ქსელებიდან ჩანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
ჯანეტისთვის ნოე პირველი ქმარია, ხოლო ნოე სულაბერიძისთვის ეს მეორე ქორწინება, მას ორი შვილი ჟურნალისტ ეკა სამხარაძისგან ჰყავს.
ჯანეტი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და მშობლების და ძმის ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს, მას მდიდარი მშობლები ჰყავს.
წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.
ჯანეტის დედა, ემა ხაჟომია შესანიშნავ ფორმაშია, მას სოციალურ ქსელში უამრავ კომპლიმენტებს უწერენ, შეიძლება ითქვას, რომ სილამაზით შვილს ტოლს არ უდებს.