Digest Logo

ბავშვობის ოცნება, მდიდარი ქმარი და ცხოვრება ეკრანს მიღმა - დიანა ჯოჯუას უცნობი ამბები

1610735640
დიანა ჯოჯუა

ტელეწამყვანი დიანა ჯოჯუა, უკვე წლებია 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია, ტელევიზიის შეცვლის მიუხედავად, ის პოსტს ინარჩუნებს და საზოგადოებას დღის მთავარ ამბებს უკვე „მთავარი არხიდან“ უყვება.

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)

წარმატებული ჟურნალისტის უკან ცხოვრების ბევრი საინტერესო დეტალი დგას, რომელზეც ტელეწამყვანი საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება.

ბავშვობა

„ბავშვობაში ვიყავი ძალიან ცელქი, ვთამაშობდი ფეხბურთს. როდესაც რაიმე არ მომეწონებოდა თავით შევრბოდი და მედგრად ვიდექი ჩემი პოზიციების დასაცავად.“

ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს, რომ 10-12 წლის ასაკში სამხედრო მფრინავობაზე ოცნებობდა, ხოლო მოგვიანებით კი იურისტობაზე, თუმცა საბოლოოდ ტელევიზიაში აღმოჩნდა და იქაურ გარემოში თავი კარგად იგრძნო.

„არასოდეს მიფიქრია, რომ გავმხდარიყავი ჟურნალისტი, მინდოდა იურისტობა, რთულ პროფესიებს ვირჩევდი, მომწონდა სირთულეებთან შეჭიდება, როდესაც ამას აგვარებ და ამარცხებ ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

ჟურნალისტიკაში უცნაურად აღმოვჩნდი, თითქმის ერთიდაიგივე საგანი მქონდა ჩასაბარებელი, სამართალი ვერ მოვასწარი და ვიფიქრე, ახლა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და მომდევნო წელს გადავაბარებთქო და მოვხვდი საოცარ სამყაროში, რასაც ჰქვია ტელევიზია, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ მომეწონა”, – ამბობს დიანა ჯოჯუა.

მნიშვნელოვანი ეთერი

„ბოლო ეთერი, რომელიც „რუსთავი 2“-ში მქონდა. ძალიან ბევრჯერ ვუყურე ამ ეთერს და ყოველთვის განვიცდიდი იმ ემოციას, რომელიც მაშინ მქონდა.

საოცრად ვღელავდი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს არის ბოლო მისალმება და ამის შემდეგ „ჩემს სახლს“ დავტოვებდი წარმოუდგენელი სიმძიმის ეთერი იყო.

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)


„20 წლიანი კარიერის განმავლობაში, თითზე ჩამოსათვლელად მაქვს ის დღეები, როდესაც მე მითქვამს, რომ არ შემიძლია ეთერის წაყვანა, ძირითადად ეს ჯანმრთელობის პრობლემის გამო მომხდარა“- ამბობს დიანა ჯოჯუა.

ოჯახის ტრაგედია

ძალიან პატარა ასაკში გარდამეცვალა მამა. დედაჩემმა, რომელიც ძალიან ადრე დაქვრივდა მე და ჩემს ძმას მოგვიძღვნა მთელი მისი ცხოვრება, იბრძოლა იმისთვის, რომ გავმხდარიყავით ის ვინც ვართ დღეს ჩვენ. დედა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია“- ამბობს დიანა ჯოჯუა.


დი­ა­ნა ჯო­ჯუა გათხოვილია, მისი მეუღლე ნიკა რა­მიშ­ვილ­ია. ის 2013 წელს „არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ა­ში“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და, სა­დაც მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 224847.00 ლარი იყო. იქამ­დე კი, სა­ნამ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში გა­და­ვი­დო­და, ის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, ნიკა რა­მიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და, იყო სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

წყვილს საერთო შვილი, ტუნა რამიშვილი ჰყავთ.

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)

„ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მე შვილს ვაძლევ არის თავისუფლება. მინდა, რომ ძალიან თავისუფალ ადამიანად გაიზარდოს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები“- ამბობს დიანა ჯოჯუა შვილზე.

ტუნა რამიშვილს ოჯახი დიდ ყურადღებას აქცევს. ნანუკა ჟორჟოლიანი, დიკო ჯოჯუა, საბა კოდუა და ტუნა რამიშვილი ერთად ძალიან ხშირად მოგზაურობენ.

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)

მათი შვილები ბევრს მოგზაურობენ და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად, უცხოეულ მეგობრებს იძენენ, რაც მშობლების თაობას საოცრად აკლდა.

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)

დიანა ჯოჯუა და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საუკეთესო მეგობრები არიან, ერთად თავისუფალ დროს ხშირად ატარებენ.

View this post on Instagram

A post shared by Diko Jojua (@dikosiaa)


დიანა ჯოჯუა და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საუკეთესო მეგობრები არიან, ერთად თავისუფალ დროს ხშირად ატარებენ.


როგორც დიანა ჯოჯუა ამბობს, ყველაზე კარგად მაშინ ერთობა, როდესაც მეგობრებთან ერთად არის.

„ზოგჯერ ვფიქრო, რომ ორი ადამინიანი ვარ. ერთი, რომელიც მხოლოდ იმ ჯადოსნურ ყუთში ზის და მეორე, რომელიც რეალურად არსებობს . ჩემი საქმიდან გამომდინარე ვერ ვაძლევ თავს, ბოლომდე ვიყო ის რაც ვარ. ადამიანს ჩემგან უნდა ობიექტური და ნეიტრალური ინფორმაციის მიღება

აგრეთვე წაიკითხეთ:

წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - ცოტა რამ მარიამ როინიშვილზე

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

დაათვალიერეთ ნათია ლაზაშვილის სამსართულიანი სახლი ძველ თბილისში