საქართველოს ექსპრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღის წინ შტატებში ბიძაშვილის ქორწილის გამო ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი ნიუ-ორკთან მდებარე ტყეში გიორგი ალასანიას ქორწილს დაესწრო.
ძმები ალასანიები ექსპრეზიდენტის დედის ძმის შვილები არიან. ისინი მშობლებთან ერთად წლებია რაც შტატებში ცხოვრობენ.
ძმები გიორგი და ნიკა ალასანიები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცნენ, როდესაც ამერიკაში ცნობილ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
ნიკა ალასანიას ყოფილი მეუღლე ლიკა ევგენიძეა, წყვილს 2 საერთო შვილი ჰყავს. ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.
ლიკაც რძლის მსგავსად საქართველოში შვილებთან ერთად დაბრუნდა და ბედი მეორედ მუსიკოს ნიკა კოჩაროვს დაუკავშირა.
ახალი სიყვარული ლიკას ყოფილმა ქმარმა, ბიზნესმენმა ნიკა ალასანიამაც იპოვა. მისი რჩეული ამჯერად უცხოელი ქალი კელი ქენდლია.
„ოფიციალურად, პატარა ალასანია აგვისტოში დაიბადება. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამ პატარა ბიჭთან შეხვედრით“ - წერს კელი სოციალურ ქსელში და ორსულობის ბოლო თვეებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
View this post on Instagram