Digest Logo

სააკაშვილის ოჯახური ფოტოსესია ბიძაშვილის ქორწილში - ფოტოები აშშ-დან

1625061098
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის ბიძაშვილის ქორწილში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს,  წარმატებულ ქალზე დაქორწინდა. 

ფოტოებში ჩანს, რომ ქორწილში სააკაშვილის ოჯახის სრული შემადგენლობაა წარმოდგენილი მისი ცოლის სანდრას გამოკლებით.

„ჩემი ამერიკელი ბიძაშვილის გიორგი ალასანიას ქორწილი, რომელთან ერთადაც შვიდი წლიდან გავიზარდე, გიორგი ამერიკაში დაიბადა და წარმატებით აგრძელებს ცხოვრებასა და მუშაობას ნიუ იორკში. ჩემი ბიძაშვილი გიორგი, ჩრდილოეთ კაროლინას წარმატებულ ბიზნეს ლიდერზე, მეგანზე დაქორწინდა.

დედაჩემი, ვაჟები და ჩემი ამერიკელი რძალი, უფროსი ვაჟის ცოლი, პატარძლის მშობლებთან ერთად იყო“, - წერს სააკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„პრაიდი მინდა ვნახო, საბჭოთა „პარადის“ კომენტატორით... აი, ახლა გამოჩნდნენ დაუღალავი მშრომელები, მუშათა კლასი!“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოში დაიბარეს

ნათია ფანჯიკიძემ მოპარული ხე პოლიციის დახმარებით დაიბრუნა