Digest Logo

საფრანგეთში ემიგრაცია, ციხე, ნარკოტიკები და ნაცნობობა ე.წ. კაონონიერ ქურდთან - კაბუს სკანდალები

1612470245
კაბუ

კახა აბუაშვილი, უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით კაბუ. დიახ, ამ სახელით ყველაფერი ნათქვამია. მსახიობმა და მომღერალმა თითქოს, თავისი ნიშა შექმნა. ყველამ იცის რომ კაბუმ თბილისზე უნდა იმღეროს, კარგი ანეკდოტი ან სახალისო ამბავი უნდა მოყვეს, მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი იმიჯჯი აქვს, რაც მაყურებელს ძალიან უყვარს.

დღეს სწორედ მის სკანდალურ ცხოვრებაზე გიამბობთ.

საფრანგეთში ემიგრაცია

„სანამ საფრანგეთში წავიდოდი მანმდე დამჭრეს, ცუდად ვიყავი, თუმცა ემიგრაციაში წასვლის მიზეზი უთანხმოება არ ყოფილა“,- ამბობს მომღერალი.

კაბუ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა. თუმცა, საფრანგეთი ძალიან რთულ პერიოდად ექცა, გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალი, ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს და ერთი წელი ციხეში გაატარა.

„ხომ წარმოგიდგენია, რა სერიოზული პრობლემები მქონდა, რომ სამშობლოდან – საქართველოდან გავიქეცი. მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. სხვა არაფერი არ იყო რთული. რაღაც პერიოდი ყველას უჭირს, მაგრამ აქ სხვანაირი წრე დამხვდა: არაავადმყოფი ხალხი, ჯანმრთელები და მეც ხელი შემიწყვეს, ნარკოტიკებს ვგულისხმობ. შეიძლება, ვიღაცისთვის რთულია ამის დაჯერება, მაგრამ არ გვაქვს მიდრეკილება ამ ყველაფრისადმი. ჰოდა, ვისაც გვჯერა – გაგვატარეთ.

ზოგი ამბობს, რომ მე აქ რაღაცებზე ვწევარ, მაგრამ ტყუილია – დედას, შვილებს, ყველაფერს გეფიცებით. აქ ისე დამხვდნენ, ისე მიმიღეს, ყველანაირად დამეხმარნენ. ისეთი ხალხია, ამათთან არაფრის მეშინია ცხოვრებაში. ისეთი ხალხი გამაცნეს, ვინც მაინტერესებდა. დუეტიც გავაკეთე ერთ კარგ ადამიანთან, ძალიან კარგი ტიპია. პარიზში პატარა კონცერტი იყო და იქაც ვიმღერე“,- ამბობდა კაბუ.

ციხე

2018 წელს მომღერალი საფრანგეთში დააკავეს.

პეცოპერაცია საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარდა და სამართალდამცავებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.

ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

საფრანგეთის ქალაქ რენში სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.

ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტაპაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.

საბერძნეთის ტერიტორიაზე კი, დაკავებულია სულ, საქართველოს 23 მოქალაქე. ერთი დაკავებული პირის ვინაობა ამ დროისათვის დგინდება, – განაცხადა იმდროინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

დედის, ცირა აბუაშვილი-ნავროზაშვილის, მოგონება შვილზე:

„ჩემი შვილი ქურდი რომ არ არის, ყველამ იცის. ჩემი საფულიდან დაუკითხავად 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა? სექტემბრისთვის აპირებდა ჩამოსვლას, მკურნალობას ბოლომდე მივიყვან და წამოვალო. უნდოდა იმ ჭაობიდან ამოსვლა. ღვიძლსა და ფილტვზე ჰქონდა პრობლემა, ყბა-სახის ოპერაციაც აქვს გაკეთებული და მისი მიხედვაც უნდოდა. მართალია, 100%-იანი დაზღვევა ჰქონდა, მაგრამ მეუბნებოდა, მგონი, ეს პროცედურა არ შედის პროგრამაში, ვიკითხავ, იქნებ ფინანსდება, ამასაც გავიკეთებ და წამოვალო. კანში ცხოვრობდა მეგობართან, ის კახას რეაბილიტაციაში დაეხმარა.

ხომ იცით, უცხო ქვეყანაში ქართველები ერთმანეთს პატრონობენ და ეპატიჟებიან. მითხ­რ­ეს, კახას რომელიღაც "კანონიერი ქურდის" დაბადების დღეზე სურათები აქვს გადაღებული და ამიტომ დააკავესო. გამოდის, ურთიერთობა აღარავისთან უნდა ჰქონდეს, მაშინ გამოკეტონ და არავის დაალაპარაკონ. კახა ცდილობდა, სამსახური ეშოვა, მაგრამ ვეუბნებოდი, შენი მუშაობა არ გვჭირდება, ცოტა ხანს კიდევ დარჩი, ნუ წამოხვალ, თავს მიხედე-მეთქი. საფრანგეთში 1-2 სიმღერა ჩაწერა, მისი პროფესიის კაცს იქ რა უნდა გაეკეთებინა?“

პირველი მეუღლე და შვილები

კაბუს პირველი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი იყო. წყვილს 2 შვილი შეეძინა, გიორგი და კესო. თუმცა, მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და ერთმანეთს დაშორდნენ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კაბუს პირველი ქორწინების შემდეგ ოჯახი აღარ შექმნია, ამბობდა, რომ ეს დიდი პასუხიმგებლობა იყო.

როგორც თავად ამბობს, არც ისე კარგი მამაა. შვილები, დაახლოებით, ხუთი წელი არ ჰყვადა ნანახი.

კაბუს თქმით, ბიჭი ძალიან ჰგავს...

„თბილი და პოზიტიური ადამიანია. ძალიან უნდა, რომ მსახიობი გახდეს. მეც ხელს შევუწყობ ყველაფერში. ძალიან საამაყოა ამხელა ბიჭისა და გოგოს მამობა. ზოგადად, მამობაა ძალიან მაგარი. თურმე, სულ ფრთხილად უნდა იყო, ფრთხილად უნდა უთხრა, შეიძლება, შენი ნათქვამი სხვანაირად გაიგონ. ბევრი ნიუანსია, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ გვაქვს პრობლემა. პირიქით, დიდი სითბო და ბედნიერებაა.

ვცდილობ, ძმაკაცური ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ მამაშვილურ დამოკიდებულებას ვერ ამოაგდებ. გოგოსთანაც და ბიჭთანაც ასე ვარ. გოგო მეუბნება, არანაირი სიყვარული, მამი, არავინ მიყვარსო. მე კიდევ ის ტიპი არ ვარ, დავაშინო და ვერ მეუბნებოდეს. შანსი არაა. მერე კიდევ, რა დროს მაგის სიყვარულია, ჯერ რაღაცები ისწავლოს. მე არ ვიცი და თუ მიმალავს... არა, არ დამიმალავს, შეიძლება, ერიდება და რაღაცებს ვერ ამბობს“,- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

მეჯვარის მოკვლა და რომანი 14 წლის გოგოსთან - სოსო პავლიაშვილის სკანდალები

სხვისთვის გაწირული სიცოცხლე და ქალი სნაიპერის სასიკვდილო გასროლა - გაიცანით ჭაბუა ამირეჯიბის შვილი

გარდაცვლილი შეყვარებული, წელიწად-ნახევარში დანგრეული ოჯახი და უამრავი თაყვანისმცემელი - ჭორ-მართალი ქრისტინე იმედაძის შესახებ