მომღერალი ლელა წურწუმიას და პროდიუსერის კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას პირადი ცხოვრება საზოგაოდებას ყოველთვის აინტერსებს. წყვილი 14 წელზე მეტია, რაც ერთად ცხოვრობს და სიყვარულმა კი ბევრს გაუძლო, წლებმა გაუძლო ასევე ლელა წურწუმიას სილამაზესაც, 51 წლის ასაკში ქართველი დივა შესანიშნავ ფორმაშია.
View this post on Instagram
რა არის ლელა წურწუმიას სილამაზის საიდუმლო? და როგორია ქმარია მამულიჩა, ამის შესახებ მან ჟურნალ სარკესთან წლების წინ ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ნტერვიუდან.
– წლების მატება თქვენზე აშკარად დადებითად მოქმედებს. რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
– გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი გენეტიკაც არის. რა თქმა უნდა, კოსმეტოლოგთან სიარული და კარგი, ხარისხიანი საცხიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. შეიძლება ქალმა საჭმელი მოიკლოს, მაგრამ სახის კანს თუ კარგად მოუვლის, შედეგსაც დაინახავს.
დავრწმუნდი და ჩემთვის აქსიომაა ის, რომ განწყობა გარეგნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემებს რა დალევს, მაგრამ, როცა ადამიანის ცხოვრებასა და სულში მეტი პოზიტივია, გარეგნობაზე დადებითად აისახება და მალე არ ბერდება.
ჩემს ასაკს არასდროს ვმალავ, პირიქით, მინდა სხვა ადამიანებსაც მივცე სტიმული იმისა, რომ ამ ასაკშიც შეიძლება კარგად გამოიყურებოდე.
– ბევრი ქალი ასაკის მატებას მტკივნეულად განიცდის. თქვენც ხომ არ განეკუთვნებით მათ კატეგორიას?
– ასაკის მატების გამო არასდროს მინერვიულია. მით უმეტეს, ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდე, ამისთვის დღეს უამრავი საშუალება არსებობს და გვყავს არაჩვეულებრივი პლასტიკური ქირურგი, გია გვარამია, რომელსაც შეუძლია ზომიერება დაიცვას და ქალის გაახალგაზრდავება ისე შეძლოს, მას არ ეტყობოდეს რაიმე ჩარევა. მე ჯერ არაფერი მაქვს გაკეთებული, თუმცა, როცა დამჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ.
– ქმარი განებივრებთ კომპლიმენტებით?
– მამულიჩასგან კომპლიმენტს, დიდ სითბოსა და სიყვარულს ყოველთვის ვიღებ. ეს ადამიანი ჩემი სტიმული და ჩემი ნახევარია! მგონია, რომ ერთად დავიბადეთ. მამულიჩას თავიდან ბოლომდე ვგრძნობ. ის რომ არა, არ ვიცი, სხვა ადამიანთან ვიცხოვრებდი? შეიძლება გაშორებულიც ვყოფილიყავი.
View this post on Instagram
View this post on Instagram