მომღერალ თემურ წიკლაურის ქალიშვილმა, ქეთი წიკლაურმა ტელეკომპანია "პირველზე", გადაცემა "პროფილში" მამის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე ისაუბრა.
„ძალიან მწარე მომენტია დამშვიდობება, მამა დიდი ხანი ავადმყოფობდა კოვიდის გამო. ჯერ ორი თვე საავადმყოფოში იწვა, მერე 40 დღე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო და ჩვენ საერთოდ ვეღარ ვკონტაქტობდით. მანამდე ტელფონით ვესაუბრე, ბოლოს საუბარი უჭირდა, ჟანგბადზე იყო შეერთებული, ხშირ შემთხვევაში, ვცდილობდი არ შემეწუხებინა, ძნელად ლაპარაკობდა... უფრო ვიხსენებ მიწერას-მოწერას. მამა ორ კლინიკაში იყო, პირველად თბილისში, შემდეგ გორში გადაიყვანეს, ამ კლინიკაში ერთ დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და მივწერე: - "მამიკო, ძალიან მიყვარხარ და მაგრად იყავი, გთხოვ"... მომწერა, - შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... ჩემთვის თითქოს ეს არის ჩვენი ბოლო საუბარი.
ვინ არის და რას საქმიანობს თემურ წიკლაურის შვილიშვილი
მერე მირეკავდა, მეც ვურეკავდი, ვსაუბრობდით, უბრალოდ დიდი ხანი არ მინახავს. როდესაც გათიშული იყო, მე და ჩემი შვილი რეანიმაციაში ვიყავით ჩასული და წინა დღით თითქოს დავემშვიდობეთ", - ჰყვება ქეთი წიკლაური.