Digest Logo

„თეოს ვერავინ შემიცვლის, მაგრამ დავიღალე მარტოობით... შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი“ - ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ დაიაური შეყვარებულია

1623994752
გელა დაიაური

უდიდესი ტრაგედია, რომელმაც გელა დაიაურის ოჯახი იმსხვერპლა.

2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. „ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი.

„შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“ - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე

ტრა­გე­დი­ი­დან 11 წელი გა­ვი­და და გელა და­ი­ა­ურს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი დღემ­დე უჭირს. შემ­ზა­რა­ვი ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა.

გელა და­ი­ა­უ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ამა­ზე მან გა­და­ცე­მა „ყვი­თელ ყუთ­ში“ ისა­უბ­რა:

„ის სრულ­ყოფ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­საც არ ვიცი ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან. ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ თუ შემ­ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი უკან არ და­ვი­ხევ­დი. შემ­ხვდა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს, რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე­ი­გი ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე, ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ. არ მინ­და, რომ მარ­ტომ ვი­ცხოვ­რო... და­ვი­ღა­ლე" - ამ­ბობს გელა და­ი­ა­უ­რი.