42 წლის ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბავშვი 3.3 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა. ამ დროისთვის, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ბავშვს სოფომ ანდრია დაარქვა.
ცნობილ ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს 2 ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.
სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა.
ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ. თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.
წყარო: fortuna.ge