სოსო პავლიაშვილი უკვე 20 წელია ირინა პატლახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მომღერალს ორი ქალიშვილი გაუჩინა. ისინი აქამდე ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულნი, თუმცა ახლახან, ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა აღიარა, რომ მან საყვარელ ქალზე სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა ჯვარი.
ირინას მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან პავლიაშვილს მექალთანის რეპუტაცია ჰქონდა. თუმცა მან მოახერხა ირინას მშობლების დარწმუნება. ახლა მათი უფროსი ქალიშვილი ელისაბედი 16 წლისაა, ხოლო სანდრა – 12-ის.
„რამდენიმე დღის წინ, ღვთის შეწევნით, დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გავაკეთეთ საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში“, – ამბობს სოსო პავლიაშვილი.
ცერემონიას ესწრებოდნენ წყვილის ქალიშვილები და სოსო პავლიაშვილის უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევანი.
View this post on Instagram