Digest Logo

ჰყავს მეუღლე, მისთვის ოჯახის დანგრევა არ მითხოვია - სურამელაშვილის სიყვარულის ისტორია

1609428958
გია სურამელაშვილი

ეპატაჟურმა მომღერალმა გია სურამელაშვილმა „ლიდერტივის”  გადაცემაში თავის დაკარგულ სიყვარულზე ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა პატარა, ლამაზი ოჯახი. ის მოდიოდა ჩემთან სახლში. ჩვენ არ გვინდოდა სადმე გამოჩენა. მოდიოდა და ხანდახან ჩემი ხელით ვაჭმევდი. ძალიან ბედნიერები ვიყავით. მას ჰყავდა ოჯახი, მაგრამ ჩვენ ჩვენი ოჯახი გვქონდა. მე მერე უკმაყოფილო ვიყავი, მინდოდა, უფრო მეტი დრო დაეთმო ჩემთვის“- ამბობს სურამელაშვილი.

როგროც სურამელაშვილმა გადაცემაში აღნიშნა ეჭვიანია. მან ასევე ისაუბრა თუ რას ნიშნავს მისთვის საყვარელი ადამიანი.

„მე ეჭვიანი ვარ, მაგრამ მისთვის ოჯახის დანგრევა არ მომითხოვია. ვერ გაწვდა ეს ადამიანი… იყო სურამელაშვილის საყვარელი, ეს არის ძალიან რთული. სულ შიში ჰქონდა, რომ ვუღალატებდი. ის მხოლოდ ჩემი იყო, იმიტომ, რომ მე ვიცოდი, მეუღლესთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა, მხოლოდ შვილების გამო მიდიოდა. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, შანსი არ იყო, მეუღლესთანაც ჰქონოდა..

ჩვენ გვქონდა ოჯახი, უბრალოდ ის უნდა მისულიყო სახლში, შვილებთან. ვფიქრობ, სიტყვა ,,საყვარელს” ქართველებმა ცუდი ქვეტექსტი დავუდეთ. საყვარელი ნიშნავს ყველაზე საყვარელს, ყველას რომ ურჩევნიხარ. ყველაფერს რომ ტოვებს და თუნდაც 2-3 საათით შენთან მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად უყვარხარ, შენ ხარ მისი საყვარელი. ოჯახიდან რომ ადამიანი მოდის და მშვიდად, დაწყნარებილი მიდის… ყველას უნდა თავისი თავშესაფარი და ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვას ნუ იტყვით შებრუნებულად, პიჯაკის ამობრუნებული სარჩულივით. საყვარელი ნიშნავს ყველაზე საყვარელს, ამიტომ მე არასოდეს მიგრძვნია თავი დამცირებულად, რომ მისი საყვარელი ვიყავი“- ამბობს სურამელავილი.