ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ყველა პატარძალი ცდილობს ამ დღეს ლამაზად გამოიყურებოდეს.
გოგოები ცდილობენ, ყველაზე ლამაზი საქორწილო კაბა შეარჩიონ, ამაში კი ზოგჯერ ცნობილი ადამიანები ეხმარებიან.
ცნობილების ქორწილები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და ადამიანები ცხადია, ყველაზე მეტად პატარძლის კაბებით ინტერესდებიან. ვარსკვლავების ქორწილის კაბები მერე ტრენდად იქცევა ხოლმე.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ფოტოებს ცნობილი ქართველების ქორწილებიდან.
ნახეთ, როგორი სტილის კაბებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველი პატარძლები.
ეს შესაძლოა, თქვენი ინსპირაციის წყარო გახდეს.
ბერას ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი 2018 წლის 11 ნოემბერს გაიმართა, წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
ნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია 2020 წლის 19 სექტემბერს დაქორწინდნენ.
ანუკი არეშიძესა და კახი კალაძეს ქორწილი 2019 წელს ჰქონდათ, წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
მაკა ზამბახიძე
მომღერალი მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი 2020 წლის თებერვალში დაქორწინდნენ.
„მის საქართველომ“, ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ 2019 წლის 6 ივნისს იქორწინეს. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.