ჩვენთან უკვე „მეტი ქალია პარლამენტში“. გადატვირთული გრაფიკის და შექმნილი იმიჯის გამო, გვგონია, რომ მათთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ წარსდგებიან საზოგადოებისა თუ პარლამენტარების წინაშე.
ვცდებით, საქართველოში გყვავს სექსუალური, დახვეწილი და ძალიან გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალები, რომლებსაც „დაიჯესტი“ უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
თინა ბოკუჩავა - ქართველი პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს გახდა, ამჟამად ის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. პოლიტიკოსი 37 წლისაა, ის დაოჯახებულია.
პოლიტიკოსი საზოგადოების ყურადღებას სილამაზესთან ერთად, განათლებითაც იპყრობს. ყოველთვის უმაკიაჟო, სადა და ელეგანტური თინა მუდამ ყურადღების ცენტრშია.
თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანი იყო 2016 წლიდან და პოლიტიკური საბჭოს წევრი, თუმცა აღნიშნული თანამდებობა 2019 წლის 14 ნოემბერს დატოვა.
გათხოვილია და ჰყავს ერთი ქალიშვილი.
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ჩუგოშვილი ყოველთვის ფიქრობს სტილზე და მისი ყველა აქსესუარი თუ მაკიაჟი იმიჯს შეესაბამება.
ნინო წილოსანი – პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ჰყავს სამი შვილი და მეუღლე.
მაღალი, ცისფერთვალება, ქერათმიანი ქალი ყველა სტერეოტიპს ერთი შეხედვითა და ერთი საუბრით დაგიმსხვრევთ.
სანდრა რულოვსი - „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ექს-პრეზიდენტის მეუღლე, ჰყავს ორი ვაჟი.
ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ჰყავს შვილი.
დოლიძე უფლებადამცველის, ირაკლი კაკაბაძის ყოფილი ცოლია.
დამაჯერებელი საუბრის უნარი, დახვეწილი სტილი და ხშირად კლასიკური ჩაცმულობა დოლიძეს ნამდვილ შემდგარ ქალად აქცევს.
-