
დღეს, 24 დეკემბერს კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს 2021 წლის 27 აპრილიდან იკავებდა.
კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტამდე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო.
პოლიტიკოსების ცხოვრება „კადრს მიღმა“ ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ ამ ბლოგში სწორედ კახა კუჭავას პირადზე გიამბობთ.
კახა კუჭავას მეუღლე ცნობილი ბლოგერია, რომელიც „ინსტაგრამზე“ აქტიურია და საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ელიზავეტა (ლიზა) ოსმინინა მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მამა წარმოშობით თბილისიდან იყო და გოგონაც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში.
კახამ და ლიზამ ერთმანეთი პირველად 2007 წელს თბილისში გაიცნეს. პოლიტიკოსს მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მოეწონა, თუმცა მეორე შეხვედრა ერთი წლის შემდეგ ქორწილში შედგა.
“ლიზა 2007 წელს გავიცანი, წარმოშობით რუსია, გავიცანი ზაფხულში, ერთადერთხელ ვნახე, ერთ საღამოს, მამამისი საქართველოშია გაზრდილი, სკოლა აქ აქვს დამთავრებული, ძალიან ახლოს არის საქართველოსთან. საქართველოში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ მე მომიწია მივლინებაში წასვლა, დამრჩა უკმაყოფილების გრძნობა და თითქოს რაღაც იმედი, რომ ხვალ და ზეგ ისევ ვნახავდი”, – ამბობს კუჭავა გადაცემაში „სთორი.“
პოლიტიკოსს და ცნობილ ბლოგერს 3 შვილი ჰყავთ - ანა, ელენე და ნიკოლოზი.
პოლიტიკოსმა ასევე „სთორიში“ მისი ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიაზე ისაუბრა.
მან ძალიან ძვირფასი მეგობარი დაკარგა. 90-იან წლებში მკვლელმა სხვა ადამიანის ნაცვლად შეცდომით მისი მეგობარი მოკლა.
„ისეთი ფაქტია, არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ… ეს არ იყო ჩხუბი, შემთხვევით მოხდა. ჩემი მეგობარი სახლიდან გამოდიოდა, სულ სხვა ადამიანს ელოდებოდა მკვლელი, ეს შერჩა ხელში და პირდაპირ ესროლა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ორი კვირით ადრე, თითქოს გული უგრძნობდა. რამდენიმე მეგობარი გვნახა, ნასვამი იყო, სიყვარული აგვიხსნა, თუ როგორ გვაფასებდა, როგორ უნდოდა, უფრო ხშირად ყოფილიყო ჩვენთან, გვითხრა, რომ ცოლი მოჰყავდა მალე… მერე ორ კვირაში გავიგეთ ასეთი ამბავი”, – იხსენებს კახა კუჭავა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე