Digest Logo

ბავშვობა, მიტოვებული შეყვარებული, საყვარელი ოჯახი და ძმის წინააღმდეგ თამაში - შოთი არველაძის უცნობი ამბები

1619264727
შოთი არველაძე

დამოუკიდებელი ქართველი ფეხბურთის საუკეთესო თავმდამსხმელის შოთი არველაძის წარმატებული კარიერა ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის საონცებოა.

შოთი, არველაძეების ოჯახის ერთ-ერთი წარმატებული წევრია, რომელსაც „გოლების მეფესაც“ ეძახიან. 

48 წლის შოთი არველაძე მუდმივად ახერხებს იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, წარმატებული ფეხბურთელის ცხოვრება კი საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს.

დღეს „დაიჯესტი“ სწორედ შოთი არველაძის შესახებ გიამბობთ.

ბავშვობა

„უდარდელი ბავშვობა გვქონდა. დავდიოდით ზღვაზე, მთაში. ბავშვობიდანვე დავიწყე ფეხბურთის თამაში“- ამბობს შოთი არველაძე.

კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილისის "მართვეში" 1990 წელს; 1990-1993წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში"; თამაშობდა თურქეთის სხვადასხვა საფეხბურთო გუნდებში: 1993-1997წწ. "ტრაპზონსპორში"; 1997-2001წწ. "აიაქსი"; 2001-2005წწ.

„რეინჯერსი"; 2005-2007წწ. "ალკმარი"; 2007-2008წწ. "ლევანტე". სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წლიდან. 2008-2010წწ. თურქეთის საფეხბურთო გუნდ "ალკმარი"-ს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დაინიშნა; 2010-2012წწ.

თურქული კლუბის „ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელი; 2012 წლიდან „ქაისერისფორი"-ს მთავარი მწვრთნელია. რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში; ნაკრებში გატანილი 26 გოლით ის ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა; სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი 1994, 1998 და 2007 წლებში. საქართველოს ნაკრების ბომბარდიდი.

მონაწილეობდა ფილმებში: „ცხელი ზაფხულის სამი დღე", „ძროხა", „კუკარაჩა", „მარტოხელა მონადირე".

შოთის ასევე დაწერილი აქვს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლისტ, და­ვით თა­ვარ­თქი­ლა­ძეს­თან ერ­თად.

სიყვარული

შოთი არველაძემ პირველი სიყვარული 61-ე სკოლაში დატოვა, როდესაც ის თბილისის 35-ე სკოლაში გადავიდა.

შოთიმ მომავალი მეუღლე 16-17 წლის ასაკში გაიცნო.

„ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები გარკვეული პერიოდი იყვნენ კლასელები, ჩვენ ერთმანეთი სწორედ მათი და ნათესავების წყალობით გავიცანით.

უკვე წლებია, ჩვენ ოჯახს სიყვარულით ვინარჩუნებთ,“- ამბობს აჩი არველაძე.

წყვილს ორი შვილი ჰყავს - გიორგი და ელენე.

სამსახურის გარეშე დარჩენილი შოთი არველაძე

ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ერთ-ერთი პირველია, კოლეგებში ვინც 2017 წელს სამსახური დაკარგა.

არველაძე, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის თელ-ავივის “მაქაბის” მწვრთნელად შარშან ზაფხულს დაინიშნა, გუნდმა უარყოფითი შედეგების გამო დაითხოვა. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “მაკაბი” ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, ჩემპიონატში კი 16 ტურის შემდეგ ლიდერ ბეარ შევას “აპოელს” 8 ქულით ჩამორჩება და ფეთახ თიკვას “მაკაბისთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შოთას კლუბიდან გაშვებაზე საუბრები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს, კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მისით უკმაყოფილო გულშემატკივრებიც იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შანსი მაინც მიეცა, რისი გამოყენებაც არველაძემ ვერ შეძლო. ბოლო მარცხი შოთასთან ერთად თელავიველებმა 2 იანვარს, სტუმრად იერუსალიმის “ბეითართან” განიცადეს.

შოთი არველაძის ემოციური ისტორია ძმაზე

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი „ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე თა­ვი­სი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი­დან ამო­ნა­რიდს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც თა­ვის ტყუ­პის­ცალ­თან, აჩი არ­ვე­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­აა მო­თხრო­ბი­ლი.

„იცით, რო­მე­ლია ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მა­ი­კა? ბრე­დას­თან, პირ­ვე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ, მე და აჩიმ რომ გავცვა­ლეთ. დღემ­დე არ გა­მი­რე­ცხია, მინ­და ზუს­ტად ისე­თი იყოს, რო­გო­რიც მომ­ცა და მისი სუნი ას­დი­ო­დეს...

ეს თა­მა­ში ორი­ვეს­თვის ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მოგ­ვი­წევ­და თა­მა­ში. ჩვენ ხომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ გუნდში ვთა­მა­შობ­დით და რაც გაგ­ვაჩ­ნია - გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ჩათ­ვლით, ორი­ვეს გვე­კუთ­ვნის. თბი­ლი­სი­დან მთე­ლი ოჯა­ხი და­ი­რაზ­მა და ამ მატ­ჩის სა­ყუ­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და ამ­სტერ­დამ­ში.

ჩემი მშობ­ლე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი ჩან­დნენ, არ იცოდ­ნენ, ვის­თვის ეგულ­შე­მატ­კივ­რათ. არც მე­დი­ას და­უ­ტო­ვე­ბია ეს ფაქ­ტი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე და საკ­მა­ოდ დიდი გა­და­ცე­მა მოგ­ვი­ძღვნეს. ბო­ლოს ჩვე­ნებ­მა ბრე­დას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამას იმით ხსნიდ­ნენ, რომ აიაქ­სი ჩემ­პი­ო­ნო­ბას მა­ინც შეძ­ლებ­და, აჩის კი აიაქსთან გა­მარ­ჯვე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

თა­მა­ში მა­ინც აიაქ­სის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და... ტყუ­პებ­მა თავი ვე­რაფ­რით გა­მო­ვი­ჩი­ნეთ, ალ­ბათ გაგ­ვი­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის აღ­ქმა... მინ­დორ­ზეც რა­ღაც დაბ­ნე­უ­ლე­ბი დავ­რბო­დით", - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

ასევე შოთიმ გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა, რომ მის ტყუპს ძმას აჩის, როდესაც რაღაც სტკივა მასაც სტკივა.

„ერთი და იმავე სიზმარიც გვინახავს - მე ამერიკაში, აჩის ამსტერდამში“,- ამბობს შოთი.

არველაძეების მხიარულების შესახებ დიდი ხანია ლეგენდები დადის, გადაცემა „მელომანში“ სტუმრობისას კი ძმებმა ეს დაამტკიცეს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული - ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები