
საზოგადოების დიდი ნაწილი ცნობილი ადამიანების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემითაა განწყობილი.
გამომდინარე იქედან, რომ ცნობილების ცხოვრება უმეტესწილად, ფასადურია, ეკრანს მიღმა მყოფ ადამიანებს ისინი უპრობლემოები ჰგონიათ, მათი კრიმინალურ დამნაშავეებად წარმოდგენა კი მე-9 საოცრება გვგონია.
არადა, როგორც უცხოელი, ისე ქართველი პოპულარული სახეები სკანდალებში ხშირად ეხვევიან და უფრო მეტიც, სამართალდამცველებთანაც კი ექმნებათ პრობლემები.
„დაიჯესტი“ იმ 5 ცნობილ ადამიანზე გიამბობთ, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს:
პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა)
2015 წლის 18 ივლისს სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
ცნობილი პროდიუსერის ჩხრეკის დროს ამოიღეს 5.591 გ კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და 0,2048 გ ე.წ. ექსტაზი.
„მარტო იმიტომ მაქვს, სინანულის გრძნობა, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და ჩემმა ქმედებამ შეაწუხა ყველა, ვისაც ჩემი ოჯახი უყვარს“, - ამბობდა მამულიჩა მომხდარის შემდეგ.
მამულიჩა 2015 წლის 14 სექტემბერს, სასამართლო დარბაზიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ლევან როსტოშვილი „ნანუკას შოუს“ თანაწამყვანი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ლაშა კურტანიძე.
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე სამართალდამცველებმა 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
მოსამართლემ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში ორივე პირი დამნაშავედ სცნო. კანონის თანახმად, ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს კი - 5 წელი.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის ოქტომბერში ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა.
როსტოშვილი კი 2019 წლის 10 ივნისს გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის მალხაზ სალაყაიას თქმით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო.
მომღერალი თემურ თათარაშვილი
მომღერალ თემურ თათარაშვილი 2006 წელს ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თუმცა ციხეში წელიწადზე ცოტა მეტი გაატარა და მომღერალი პატიმრობიდან 2008 წლის 27 იანვრის პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა.
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი 2019 წლის 22 აპრილს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, როგორც ზემოთ აღნიშულ სხვა ცნობილებს, არც ჯიბღაშვილს მოუწია ციხეში სასჯელის მოხდა. ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის“, - ამ სიტყვებით დატოვა ჯიბღაშილმა სასამართლო დარბაზი.