
„გირჩის“ ლიდერი და დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მორიგ კრეატიულ საარჩევნო კლიპს აქვეყნებს. „გირჩის“ საარჩევნო ნომერი 36-ია. ჯაფარიძემ ეს რიცხვი ოსტატურად გამოიყენა და გადაწყვიტა ეს ყველაფერი თერმოსკრინინგთან დაეკავშირებინა.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ალბათ, ბევრჯერ გაგიზომეს სიცხე და აჩვენა 36 და რაღაცა. არჩევნების დღესაც დიდი შანსია გაგიზომონ სიცხე და იქაც 36 და რაღაც იქნება.
ხოდა, აქ თუ მიპოვე, ბიულეტინშიც ძაან იოლად მიპოვი... გირჩი არის 36 ნომერი“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე ვიდეო მიმართვაში.