Digest Logo

🎥 თუ მულტფილმის ნაცვლად საინფორმაციოს ვაყურებინებდი, მაკდონალდში მივყავდი ხოლმე - გიორგი სანაიას შვილის მოგონებები მამაზე

1624342044
ვახო და ლევან სანაიები

2001 წლის ივლისში, მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ტელეჟურნალისტი გიორგი სანაია. მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო.

მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად. ის დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გიორგის გარდაცვალებისას მისი შვილი სანდრო მცირეწლოვანი იყო. სანდო სანაიამ მამასთან ურთიერთობის დეტალები გადაცემაში „ფარული კონვერტი“ გაიხსენა.

„არ ვარ დარწმუნებული, ეს ნამდვილად ჩემი მოგონებებია, თუ სხვების მიერ მოყოლილი ამბები. მახსოვს თუ დილით მულტფილმების ნაცვლად საინფორმაციოზე გადავრთავდი მაკდონალდში მივყავდი ხოლმე. მამის სიკვდილი ისე ამიხსნეს რომ მივიღე მოცემულობად. არ მსიამოვნებდა როდესაც ვინმეს ვეცოდებოდი და ვებრალებოდი, იყო ერთი მასწავლებელ, რომელიც გამოხატავდა სიბრალულს და ეს არ მსიამოვნებდა. რაც შეეხება მამის მკვლელობას, მომხდართან დაკავშირებით სტანდარტული კითხვები მაქვს. ვინ და რატომ შეუკვეთა ეს მკვლელობა. ბუნებრივია არ მჯერა რომ ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო და მოხადა სასჯელი ის არის რეალური დამნაშავე!“, - ამბობს სანდრო სანაია.