Digest Logo

🎥 VIDEO: „ჭავჭავაძეზე გამომეკიდა უცხო მამაკაცი ჩხუბით და ყვირილით. თავი აფთიაქს შევაფარე" - რა შეემთხვა მარიამ სანოგოს

1631704506
მარიამ სანოგო

მოდელმა და ტელეწამყვანმა მარიამ სანოგომ „The Talk show"-ში  ძალადობაზე ისაუბრა. განმარტა, რომ ის არაერთხელ ყოფილა საზოგადოებისგან ძალადობის მსხვერპლი. 

„ხშირად ვყოფილვარ ოჯახის გარეთ, საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. არაერთი შემთხვევა მახსენდება, შემიძლია გავიხსენო როგორც ქალის, როგორც ფერადკანიან ქალის მიმართ ძალადობა. ყველაზე მეტი რომელ შემთხვევაზეც ვინერვიულე, იყო ბავშვის გამო. ჩემი შვილი იყო 2-3 თვის, დღისით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჭავჭავაძეზე, გამომეკიდა უცხო მამაკაცი ჩხუბით და ყვირილით. თავი შევაფარე აფთიაქს. სანამ აფთიაქში არ შევედი, მანამდე არავის ჰქონია რეაქცია. აფთიაქში გამომესარჩლა ქალი, რომელიც დაცვის თანამშრომელი იყო. სასამართლო პროცესიც გაიმართა. სათანადო დასჯა არის პირველი პრევენცია“, - ამბობს მარიამ სანოგო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„იმის გამო რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები... " - რას წერს თამო ვაშალომიძე

🔵„ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო" - რუსუდან გოცირიძე ფარულ ჩანაწერებზე

🔵ბუბა მირცხულავა მამა გახდა - ნახეთ, რა დაარქვა მსახიობმა შვილს

🔵„იყავით ყურადღებით... არავის ენდოთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵„ვერ გაუძლო ჩვენი გოგოს გულმა. აღარ გვყავს ამქვეყნად" - ნუცა მაღლაკელიძე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა