Digest Logo

Video: ერთი ამოსუნთქვით დავწერე - ნატო გელაშვილმა გიო ხუციშვილს სიმღერა მიუძღვნა

1617085265
ნატო გელაშვილი და გიო ხუციშვილი

„იმედის“ გადაცემა „ავტოგრაფი“ მუსიკოს ნატო გელაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. კომპოზიტორმა ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა, თუმცა მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა მომენტი, როდესაც ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. 

ის კომპოზიტორმა გარდაცვლილ მეგობარს, გიო ხუციშვილს მიუძღვნა – „როცა გიო გარდაიცვალა, ჩემდა უნებურად, მოულოდნელად, ერთი ამოსუნთქვით დავწერე. ვისაც უყვარდა სიმღერა, ეს ქალაქი და ამ ქალაქში გულიანად სიყვარული, მას მინდა მივუძღვნა“.

„სიმღერის პრემიერა. „იყო არა… იყო რა”

მუსიკისა და ტექსტის ავტორი: ნატო გელაშვილი

გიოს & ნატოს დუეტი… ურთიერთობა, რომელიც დრომ გააბევრა და დუეტი „კვარტეტად“ აქცია. ვინ თქვა, რომ ადამიანების ნაღდი და ნამდვილი ურთიერთობები საფლავის ქვასთან მთავრდება?!. მე ამისი არ მჯერა და ეს სიმღერაც ნატო „კვარტეტი“-ის, ზუკა და ნოდარიკო ხუციშვილების, გიორგი და ლუკა ჯოხონელიძეების შემდგენლობით ამის დასტურია. სიყვარულს და ნაღდ ურთიერთობებს ყავლი არც სიცოცხლეში გასდის და არც სიკვდილის მერე“, - განაცხადა ნატო გელაშვილმა.