Digest Logo

VIDEO: ორკესტრი სახურავზე, ვერტმფრენი და ძვირად ღირებული პორშე - მარიამ კუკუნაშვილს ქმარმა საოცარი საჩუქარი გაუკეთა

1624725723
საჩუქარი

სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში მეუღლის მიერ ნაჩუქარი პორშეს ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს.

ალბათ ყველას გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ სექტემბერში ქმარს გაშორდა. თუმცა, შემდეგ ქმარს შეურიგდა, მისგან საჩუქრად კი, „წითელი „პორშე კაბრიო“ მიიღო, ნომრით – LOVE.

„დიდი მადლობა ამ საოცარი დილისთვის, სიყვარულისთვის და საჩუქრისთვის პირველ რიგში ჩემს დათოს და შემდეგ ჩემს მეგობრებს: Mako Madonna Forest Shako Melanashvili-ს, ამ სცენის მრჩეველ სცენარისტს, რომელსაც სურდა მანქანა ან წინა ეზოში, ან უკანა ეზოში სიმწვანეში ან სახურავზე განთავსებულიყო ორკესტრთან ერთად. მადლობა Xofe Fexo David Bezhuashvili, რომლებმაც სცენარის აღსრულებისთვის მოაგვარეს ისეთი ტექნიკურ შემოქმედებითი სასწაულებრივი საკითხები, როგორიც იყო შსს-ს ერთადერთი ტვირთმზიდი ვერტმფრენი ან ქალაქის დაქვემდებარებაში მყოფი ერთადერთი სპეც ევაკუატორი , მეგობრულად, სიყვარულის სახელით. დიდი ბედნიერებაა სიყვარული მეგობრებო და ასე სულ სიყვარულ სიყვარულით გვევლოს. მიხარია რომ დღეიდან ჩემი სანომრე ნიშანი იქნება Love”, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.