ახალგაზრდა რეჟისორი და მსახიობი მიშა მესხი საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრია. მის მიერ გადაღებული ფილმები და განსახიერებული როლები მაყურებელმა წლების წინ შეიყვარა. თუმცა შემოქმედების გარდა, ყურადღების ცენტრში ცხოვრებისეული ამბებითაც მოქცეულა.
ახლაგაზრდრა რეჟისორის ცხოვრებაში ძალიან ბევრი გახმაურებული ამბავი ყოფილა, რომელიც პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. მაშ ასე:
2019 წელი 30 აპრილი - მიშა მესხი ამბობს, რომ ის განსხვავებული აზრის გამო ტელევიზიიდან გამოაგდეს
ის გადაცემაში „პირველები“ იყო მიწვეული, რომლის თემაც ბიძინა ივანიშვილის მიერ, კინოინდუსტრიის დაფინანსების შესახებ გაჟღერებული ინიციატივა იყო.
„ტიპებმა გამომაგდეს სტუდიიდან, განსხვავებული აზრი ადამიანმა არ უნდა თქვას?! დამაბრალეს, არაფხიზელი ხარო“, – ამბობს მიშა მესხი.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მიშა მესხს დაეძინა
2015 წელი 23 თეებერვალს ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვან ფილმთა კატეგორიაში იყო წარდგენილი.
მიშა მესხი და გიორგი ნაკაშიძე ფილმ „მანდარინებში“ მთავარი როლის შემსრულებლები არიან. დაჯილდოების ცერემონიალიდან ფოტო გავრცელდა - კადრში ჩანს, რომ კოლეგას ფოტოს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე უღებს.
2016 წელი 1-ელ თებერვალს უკრაინულმა პორტალმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ მსახიობი და მისი თანმხლები პირი ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ამ ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა და ის კრტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ცნობილი მსახიობის, მიშა მესხის სკანდალს რეჟისორი გელა ბაბლუანიც გამოეხმაურა და მესხი შეძლებისდაგვარად გაამხნევა.
„მიშა მესხო, მოკლედ მეგობარო, საქართველოს ფეისბუქ მომხმარებლის ხელში ჩავარდნას ჯობს სირიაში ჯიჰადისტების ტყვედ ჩავარდე!“– დაწერა ბაბლუანმა.
ამ კადრების გამო მიშა მესხმა სახალხოდ ბოდიში მოიხადა.
„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა.
დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა. მადლობა ღმერთს, რომ გადამარჩინა.
დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ….
სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს, რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე… გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია.
გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე „ცნობად სახეს“ ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ.
ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის სჭირდები. სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას.
ალბათ, ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოვუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა. მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა.
რთულია, საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.
ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა, რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიან… ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს.
ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც გაკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები დავძლიო ეს სენი. აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის.
მე მინდა ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს ამას შევძლებ. აბა თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა…“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბელა დამესიზმრა, ჩვენ ორმა ვეებერთელა ტალღებზე გადავიარეთ, საოცრად მშვიდად… - კახი კავსაძე
3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული - ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები
სიღატაკე და ეჭვიანი მეუღლე - რატომ არ აჩენდა შვილს მეღვინეთუხუცესისგან გურანდა გაბუნია