უდიდესი ტრაგედია, რომელმაც გელა დაიაურის ოჯახი იმსხვერპლა.
2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი.