Digest Logo

🎥 VIDEO: „ვიცი თითის დაქნევა, უცებ გავბრაზდი, ძალიან ვნანობ“ - მარინა ბერიძე აგორებულ სკანდალზე

1622556004
ბახვა

მარინა ბერიძემ „ფორტუნას“ ეთერში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა მსახიობ ბახვა ბრეგვაძესთან დაპირისპირება იყო.

 

„ბახვა ძალიან საყვარელი ბიჭია, მეც შეიძლება ზედმეტი მომივიდა. ეკა მამალაძის ეს სიმღერა ძალიან შრომატევადი იყო და დიდი ძალისხმევა ჩავდე ამაში. ეს დიდი სამუშაო იყო. მე ის კი არ მეწყინა რომ ვინმემ არ მახსენა, არა მე ეს ნომერი ეკა მამალაძესა და გიგაშვილს გავუკეთე. ისინი ჩავიდნენ ბათუმში და იმღერეს კიდეც, მაგრამ ალბათ მე არ უნდა გავბრაზებულიყავი ამაზე“,- ამბობს მარინა ბერიძე.

ბახვამ მარინა ბერიძეს ბოდიშიც მოუხადა და პოსტი სოციალურ ქსელში დაწერა:

„გუ­შინ ეკა მა­მა­ლა­ძეს და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ პირ­და­პირ ეთერ­ში. ბო­ლოს ვი­დეო გა­ვუშ­ვით, რო­მე­ლიც მარ­თლაც ჩვენ მიერ, ჩვე­ნი გა­და­ცე­მის­თვის იქნა გა­და­ღე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში, თუმ­ცა ამ დუ­ე­ტის იდე­ის ავ­ტო­რი და შემ­ქმნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ბე­რი­ძე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც გა­მი­ნა­წყენ­და, რომ არ აღ­ვნიშ­ნეთ ეს ამ­ბა­ვი...

მარ­თა­ლია, თი­თიც და­მიქ­ნია და პა­ტა­რა ბიჭო, არ გა­მაბ­რა­ზოო, ეთე­რი­დან შე­მო­მით­ვა­ლა... მი­უ­ხე­და­ვად საყ­ვე­დუ­რის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მი­სა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის... რა თქმა უნდა, მა­ინც ბო­დიშს ვუხ­დი მას, რომ ეს არ აღ­ვნიშ­ნე.

არ ვი­ცო­დი, თუ არ მახ­სოვ­და, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმ­დენ­ჯერ გა­მორ­ჩე­ნი­ათ ხოლ­მე ჩემი თუ ჩემი გა­და­ცე­მის აღ­ნიშ­ვნა, მაგ­რამ მეს­მის ზოგი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს...

იქ მსხდომ ჩემ მე­გობ­რებ­ზე, ცხა­დია, კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, არ მინ­და უბ­რა­ლოდ. ასე თქვეს, „გაღ­მე­ლე­ბი“ ხომ არ არი­ან და ეს რო­გორ შე­ე­შა­ლა­თო, აი, ეს რო­მე­ლი ნა­პი­რი­დან იყო ნათ­ქვა­მი, მარ­თლა ვერ გა­ვი­გე...“ - წერდა ბახვა.