მსახიობი, რუსკა მაყაშვილი გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო. მან თავისი დის, ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის რთული ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„ნინუცამ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ილაპარაკა. მაშინაც ძალიან ეშინოდა, როდესაც გადაწყვიტა ამის თქმა. მომწერა და მკითხა. ერთი კვირა ვარწმუნებდი, რომ უნდა ეთქვა. მერე იყო ეს კითხვები, რატომ ამდენი წლის მერე? ამისიც ეშინოდა…
ქალები, რომლებიც ასეთ დღეში არიან, მხოლოდ ამიტომ ვერ იღებენ ხმას. ბესო გამოვიდა და თქვა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ არის კარგი მამა და იყო კარგი ქმარი. ჩემ დას ვკითხე, უსმენ, რას ლაპარაკობს-მეთქი? არ არის ეგრე.
ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ბევრმა ადამიანმა. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ნინუცა ასეთ მდგომარეობაში იყო… ბესო მასზე ძალადობდა ფსიქოლოგიურადაც. ძალიან ნიჭიერი კაცია, საოცრებებს იგონებდა, მანიპულატორია.
ნინუცა სახლში რომ იყო 4-5 წელი ღრმა დეპრესიიდან, სულ ეძინა, ლოგინიდან არ დგებოდა, 24 საათი ეძინა, ხალხო… ძალიან გახდა, სულ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა… ახლა ვიღაცებმა დასვეს კითხვა, ათი წელი სად იყოო… ლოგინში იწვა და ეძინა. სიმართლის თქმა დაეხმარა და სულ სხვა ადამიანად იქცა…“- ამბობს მაყაშვილი.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ბესო ზანგურთან დიდი კონფლიქტი მომივიდა, თავში სავარცხელი ჩავარტყი!“ - რუსკა მაყაშვილი