Digest Logo

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი მარიამ ქვრივიშვილი?

1613482980
მარიამ ქვრივიშვილი 2020

მარიამ ქვრივიშვილი, წელს „ქართული ოცნების“ გუდნმა საარჩევნო სიაში მე-8 ნომრად შეიყვანა.

ის წინა წლის თებერვალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გახდა.

mariam-kvrivishvili_o_h.jpeg

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის პოსტზე დანიშვნამდე, ქვრივიშვილი კომპანია „ვოიაჟერის“დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია.

2019 წლის 4 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქვრივიშვილი ფლობს 147 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში, მასვე ეკუთვნის ასევე, მსუბუქი ავტომობილი BMW X6.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მისი მეუღლის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ იძებნება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი მეუღლე საკმაოდ დიდ თანხას და საცხოვრებელ ფართებს ფლობს.

mariam-kvrivishvili_o_h.jpeg

ქვრივიშვილი, ასევე ფლობს, Rolex-ის სა­ათს, რო­მე­ლიც 2016 წელს სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 000 აშშ დო­ლა­რია. ამა­ვე ბრენ­დის მე­ო­რე სა­ა­თი, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა 2017 წელს შე­იძინა და მას­ში 12 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

mariam-kvrivishvili_o_h.jpeg

მარიამ ქვრივიშვილის ძმა, გიორგი ქვრივიშვილია, რომელიც „მოძრაობა ბედნიერი საქართველოსთვის“ და „ლეონიდ ჩერნოვეცკი-ქართული მომავალის“ დირექტორია, იყო ჩერნოვეცკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიც.

mariam-kvrivishvili_o_h.jpeg