მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” წარადგინა, მისი ბიზნეს საქმიანობა და პირადი ცხოვრება კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი.
ვასაძის ბიზნეს საქმიანობა ძირითადად რუსეთის ფედერაციას უკავშირდება, რაც შეეხება ქართულ ბიზნესს, საქართველოში ვასაძის აქტივებს შორის უმსხვილესი ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია “ბაგრატიონი 1882”-ია.
ლევან ვასაძის და თამარ ვასაძე ფლობს 83%-იან წილს ეროვნული სამოსის მწარმოებელ ბრენდ “სამოსელი პირველში”.
ბიზნესმენი მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი არაერთხელ გვინახავს.
ირკვევა, რომ ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე, რომელიც ამჟამად, სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა, მამის ბრენდის სახეს წარმოადგენს.
თათა ლევან ვასაძის ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია.