Digest Logo

ვინ არის მამულიჩას პირველი ცოლი და როგორ ცხოვრობს ის

1610785440
კახა მამულაშვილის პირველი ცოლი

მამულიჩას ყოფილი ცოლის, ნინო ნოზაძის ამჟამინდელი მეუღლე, დათო კვირიკაძეა, რომელიც მსახიობ ნინო ქორიძის, თორკინე გოგრიჭიანის ცოლის ყოფილი მეუღლე და ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობის ირაკლი კვირიკაძის მამაა. 

ვიცი, დაიბენით.

კარგი:

პროდიუსერ კახა მამულაშვილის ყოფილი ცოლი ნინო ნოზაძეა. ის პროფესიით ინტერიერის დიზაინერია.

View this post on Instagram

A post shared by Nino Nozadze (@ninoni04)

თუ მისი ინსტაგრამ ფოტოებით ვიმსჯელებთ, ნინოს გამორჩეული, კომპოზიციური აზროვნება და ხედვა აქვს.

View this post on Instagram

A post shared by Nino Nozadze (@ninoni04)

მისი შემოქმედების გარდა, ინსტაგრამ გვერდზე პატარა შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც წააწყდებით

View this post on Instagram

A post shared by Nino Nozadze (@ninoni04)

ეს მამულიჩას და ნინოს ერთადერთი ვაჟის - ნიკო მამულაშვილის შვილი, ალეა.

View this post on Instagram

A post shared by Nino Nozadze (@ninoni04)

როგორც იცით, მამულიჩა უკვე ბაბუაა. პატარა ბიჭთან ერთად ლელა წურწუმიაც ხშირად მოხვედრილა მეუღლის ობიექტივში.

ვაღიაროთ, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ლელა და მამულიჩა დღეს გამორჩეული წყვილია. ბედნიერი ოჯახი აქვს მამულიჩას ყოფილ მეუღლესაც. ის დავით კვირიკაძეზეა დაქორწინებული. დავით კვირიკაძეს ერთი შვილი ჰყავს, საზოგადოების ნაწილი მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს კარგად იცნობს. მან 2019 წელს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო. ირაკლი ფილმში „თვითმფრინავის ბიჭები“ გეგა კობახიძის როლს ასრულებს.

View this post on Instagram

A post shared by Dkvirikadze (@dkvirikadze)


ირაკლის დედა ანუ დავითის ყოფილი ცოლი სოფო ქორიძეა. ის სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. სოფო თორნიკე გოგრიჭიანზეა დაქორწინებული.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები

ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს

ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ