Digest Logo

ვინ არის რეალურად „ზულეიჰა“ - ცნობილი თურქი მსახიობი „ჩუქუროვადან“

1610213533
მსახიობი ზულეიჰა

სერიალი „ერთხელ ჩუქუროვაში“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის ქართველი მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სერიალია.

სერიალის გადაღება 2018 წელს დაიწყო და ამ დროისთვის 2 სეზონია გადაღებული.

სერიალი ადანას ფერმაში ჩასული წყვილის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც თავს და-ძმად გაასაღებენ. ფერმის პატრონს ქალი შეუყვარდება და სწორედ აქ იწყება მთელი თავგადასავალი.

სერიალის მთავარი გმირი ქალი ჰი­ლალ ალ­თინ­ბი­ლე­ქია, რომელსაც სერიალში ზულეიჰა ჰქვია. ჩვენ შევეცადეთ მსახიობის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა და გაგვერკვია ვინ არის და რას საქმიანობს რეალურად თურქი ვარსკვლავი.

ჰი­ლა­ლი 29 წლი­საა, ის 1991 წლის 21 იან­ვარს თურ­ქე­თის ქა­ლაქ იზ­მირ­ში და­ი­ბა­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბას სწავ­ლობ­და, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად სამ­სა­ხი­ო­ბზეც და­დი­ო­და და შემდეგ ბედი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სშიც სცადა, სა­დაც ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვდა და მალე მის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა მო­დე­ლო­ბა გახდა.

ჰილალის სასიყვარულო რომანის შესახებ თურქრულ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამჯერად თუ მედიას დავეყრდნობით ჰი­ლალს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სე­რი­ალ „ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში“ -ს ერთ-ერთ მსა­ხი­ობ­თან, ქე­რემ ალი­შიქთან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

3 დღე მორგში ვიარე, რათა მოსწონებოდათ... - რას ჰყვება ქირურგი, რომელმაც „კანონიერ ქურდებს“ ოპერაცია გაუკეთა

რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი