ტელეწამყვანი დათო გორგილაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა ბლიცინტერვიუში საკუთარ ხასიათზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მისთვის მარტოობა დოზირებულად საჭიროა, ამასთან აღნიშნავს, რომ ხატვა დაიწყო და ამას თავის ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს.
„მე ვარ ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ მარტოობა რიგ შემთხვევაში არის აუცილებელი და დოზირებულად საჭირო. გააჩნია რის ხასიათზე ვარ, რაღაც დროის პერიოდში ვფიქრობ ხოლმე არაფერზე და არაფერზე ფიქრი არის საუკეთესო ფიქრი. ან ვკითხულობ რაღაცებს.
ბოლო დროს ვხატავ და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დამიშვია ცხოვრებაში. აღმოვაჩინე, რომ არანაირი ნიჭი არ გამაჩნია ამ საქმეში, მაგრამ ჯიუტად ვცდილობ რაღაც კონტურები მოვხაზო“, – ამბობს დათო გორგილაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა ბლიცინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი კუროს ნიშანში შევა!“ - რა ცვლილებებია მოსალოდნელი?
🔵„სურვილების ასრულება იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონიათ“ - მაისის 3 ფავორიტი ნიშანი
🔵„ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს - სიზმარი ახდება“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: www.palitranews.ge