Digest Logo

„დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი კუროს ნიშანში შევა!“ - რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

1682101416
ჰოროსკოპი ვერძი

ასტროლოგი - ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ცვლილებების შესახებ ამცნობს.

„სულ მალე დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი კუროს ნიშანში შევა. ასტროლოგიაში ასეთ გადასვლას ერთი ნიშნიდან მეორეში ინგრესია ეწოდება და ძალიან ღირსშესანიშნავი მოვლენაა.

პირველ რიგში, მინდა ყველა კუროს მივულოცო დამდეგი დაბადების დღეები და ვუსურვო ნანატრი ბედნიერი ცვლილებები ცხოვრებაში! გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან მოვლენას!

წარმატებული და პოზიტიური 1-წლიანი პერიოდი ექნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც კუროში აქვს რაღაც: მზე, მთვარე, იუპიტერი, ასცენდენტი,მც ან პირადი პლანეტები;

ასევე მზით კირჩხიბებს, ქალწულებს, თხისრქებსა და თევზებს. შესაძლოა სირთულეები შეხვდეთ მორიელებს, მერწყულებს და ლომებს. დანარჩენებისთვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პერიოდი იქნება.

რადგან სირთულეები ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იუპიტერი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია და მიწის სტიქიასთან მაინცდამაინც ვერ მეგობრობს. მისთვის ვერძის ტერიტორია გაცილებით კომფორტული იყო, ვიდრე კუროსი.

იუპიტერი კუროს ნიშანში ბოლოს 2011 წელის შევიდა. წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული, რომელიც მოიცავდა საპროტესტო აქციებს, მთავრობის დამხობას და მუამარ კადაფის მკვლელობას ლიბიაში.

ცხელი პოლიტიკური დრო იყო ამ ზაფხულს საბერძნეთში, სადაც მინისტრთა კაბინეტი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან - 26 მაისის დარბევის ამბები და ის მოვლენები რაც შემდგომ ამას მოჰყვა...“ - წერს ნოელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 „ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ“ - ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა

🔵 „ხელები შორს კვარაცხელიასგან! - თუ ამ საღამომდე მოვედით, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას გამოექომაგა

🔵 „სამზადისში უკეთესი სლოგანი ვერც მოვიფიქრეთ“ - იზა ომაძე ნიკო კვარაცხელიას უცნობ ფოტოს აქვეყნებს