Digest Logo

22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება

1603178808
22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება

დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჩაკეტვის მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

ინფორმაციისთვის, 15 ოქტომბერს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, თბილისსა და იმერეთში რესტორნების, აგრეთვე, გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდა.