„უნდა დავადგინოთ, რამდენად ადეკვატური იყო მეგი ბაქრაძესთან კომუნიკაცია და როგორ იყო შევსებული კითხვარი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით, როდის გასაჯაროვდება ჯანდაცვის სამინისტროსთვის დასკვნა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძეს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, მედიიდან შევიტყვე.
დღეს მივალ სამინისტროში, შეიკრიბება პროფესიონალთა ჯგუფი და ვიმსჯელებთ ამ მიმართულებით. რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას ზუსტი მიზეზების დასადგენად და პროფესიული საბჭოს ფორმატში გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ შემდეგში.
პაციენტის ჩივილის დაფიქსირება მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა დავადგინოთ, რამდენად ადეკვატური იყო პაციენტთან კომუნიკაცია და როგორ იყო შევსებული კითხვარი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მანამდე ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მეგი ბაქრაძეს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.