Digest Logo

დიდი შანსია მრევლს საავადმყოფოს დერეფანში წოლა მოუწიოს - მარშანია

1604852010
არჩილ მარშანია  ექიმი

ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, არჩილ მარშანია, მეუფე ნიკოლოზის ინფიცირების საკითხს შეეხო და ამბობს, რომ კოვიდინფიცირებული მამაო ექიმების მომსახურების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მრევლია დასაცავი, რადგან მათ რომ რამე დაემართოს, მოუწევთ საავადმყოფოს დერეფანში წოლა.

აგრეთვე, როგორც პოსტიდან ვიგებთ, მეუფეს მკურნალობის საკითხში თვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეა ჩართული.

„სხვათაშორის ის მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ამასწინებზე გვმოძღვრავდა არაფერია კორონა, ეგრე არ გადადისო, ახლა კოვიდინფიცირებულია და პირდაპირ ეთერში უსირცხვილოდ საუბრობს იმაზე, თუ რამხელა შესაძლებლობა აქვს და ბინაზე საუკეთესო ექიმები ემსახურებიან.

მეტიც, პირადად გამყრელიძეც საქმის კურსშიაო.

მეუფე ნიკოლოზს ჯანმრთელობას ვუსურვებ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მის მრევლს, „უბრალო“ ადამიანებს რომ რამე დაემართოთ და გართულდნენ, დიდი შანსია საავადმყოფოს რიგში დერეფანში წოლა მოუწიოთ.

რაღაცა მორალზე მამუნათებდა რამდენიმე თვის წინ ხალხი და მაგაზე გამახსენდა.

ღმერთმა დაგლოცოთ“,- წერს არჩილ მარშანია.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვირუსი იმდენად ვერაგია, თითქმის გამოჯამრთელებულ პაციენტებშიც მოსალოდნელია უეცარი სიკვდილი - გადელია

კოვიდ-აქციები, რომლებიც დისტანციის დაცვით ჩატარადა