ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის ქვეშტამები BA 4 და BA 5 სახიფათოა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის და ასაკოვნებისთვის.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან BA 4-თან და BA 5-თან. რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ძირითადად ეს შტამები სახიფათოა ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, არიან ასაკოვანები, აქვთ იმუნოდეფიციტი.
აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტინგენტში ვაქცინაციის უფრო აქტიურად ჩატარება“, - განაცხადა გოგინავამ.
ასევე დაგაინტერესებთ👇