მომღერალი ხატია წერეთელი გადაცემის „ია ფარულავას კონვერტი“ სტუმარი გახლდათ. მან პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი ისაუბრა. გაიხსენა მოძალადე ქმარი, რომელთანაც 4 წელი ცხოვრობდა. გარდა ამისა, საიდუმლოც გაამხილა და აღნიშნა, რომ ცოლიან კაცთან ჰქონდა ურთიერთობა.
მოგვიანებით აღნიშნულ გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ია ფარულავას კონვერტის“ წამყვანს სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მან შეძლო ხატია წერეთლის ისე წარდგენა, რომ საზოგადოებამ პირველად არ დასცინა.
„გუშინდელი გადაცემის მერე ეს შეტყობინება მოვიდა ინბოქსიში:
ია, ვუყურე შენს გადაცემას. არ დაგიმალავ, ცოტა დაძაბული ვიყავი, ხომ არ დასცინებს-თქო ამ საწყალ ქალს, რომელსაც სხვა გადაცემაში დასცინეს და ამ დროს სხვა კიკიმორებს პატივისცემით იწვევდნენ.
ეს მირჩევნია იმ კოშმარ კიკიმორებს. შენ მოახერხე, რომ პირველად არ დასცინეს გადაცემის მერე. უბრალოდ ეს არის შენი ფასეულობა და რა ძალა აქვს ამ ყველაფერს. შეაქე კიდეც რამდენჯერ, ზომიერად გააკრიტიკე პირდაპირ. მოკლედ ამ აგრესიულ საზოგადოებას საკენკი არ მიეცი. მაგარი ხარ. მგონი ჟურნალისტებს ადამიანური სტანდარტი დაანახვე და იმედია, გაიგებენ. მოკლედ, მე ცოტა გადახრა მაქვს დაცინვაზე, და გამახარე. ეს შენ გაყენებს ბევრად მაღლა სხვა ქაჯ ჟურნალისტზე. რამდენი გელაპარაკე“, - წერს ია ფარულავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇