Digest Logo

„გრიპს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, სიმპტომები 5-იდან 7 დღემდე ხანგრძლივდება “ - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა

1705152980
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 2020

გაზრდილი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში და ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში - ქვეყანაში ამ ეტაპზე, ძირითადად, „ა“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ.

„გრიპს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ეს არის ძირითადად ცხელებით დასაწყისი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, შესაძლოა იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. სიმპტომები 5-იდან 7 დღემდე ხანგრძლივდება. რთულ შემთხვევებში შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირამდე. რისკჯგუფში არიან ასაკოვანი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები. ამიტომ, ასეთ კატეგორიაში თუ გრიპი დადასტურდება, მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ ექიმს“, - აცხადებს ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გისურვებთ სიხარული უფრო მეტი იყოს თქვენს ცხოვრებაში ვიდრე მწუხარება“ - გივიკო დიდია საზოგადოებას „კალანდას“ ულოცავს

🎥 „რა მაგარი ამბავია“ - გიორგი დათიაშვილმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა

🎥 გიორგი გილიგაშვილმა ახალი სიმღერა „გავღმერთიანდეთ“ გამოუშვა - ნახეთ კლიპი