Digest Logo

„გისურვებთ სიხარული უფრო მეტი იყოს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე მწუხარება“ - გივიკო დიდია საზოგადოებას „კალანდას“ ულოცავს

1705151334
გივიკო დიდია

14 იანვრის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, განსხვავებული ტრადიციებით, რიტუალითა და სახელწოდებითაც ხდება, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა. 

საქართველოში „კალანდას” ეძახიან ჩვენში ტერმინად გავრცელებულ “ძველით ახალ წელს”, რომელსაც განსაკუთრებით აღნიშნავენ გურიაში.

სწორედ ეს დღე მიულოცა საზოგადოებას გურულმა ბლოგერმა გივიკო დიდიამ👇

„მე და ჩემი დაჩი გილოცავთ ძველით ახალ წელს - კალანდას, გისურვებთ ყოველივე კარგს.

გისურვებთ უკეთეს სამსახურს იმათ, ვინც მის შეცვლაზე ფიქრობთ. გისურვებთ შვილს, ვისაც გინდათ და
ჯერ არ გყავთ.

გისურვებთ საყვარელ ადამიანს, თუ ჯერაც ვერ იპოვეთ ის. გისურვებთ შინაურ ცხოველს, თუ გინდათ რომ მარტო არ იგრძნოთ თავი საღამოობით.

გისურვებთ მიზნების მიღწევას. გისურვებთ კეთილი და ლამაზი სურვილების ასრულებას. გისურვებთ სიხარული უფრო მეტი იყოს თქვენს ცხოვრებაში ვიდრე მწუხარება.

გისურვებთ დაგიფასდეთ ყველაფერი, რასაც კი სხვებისთვის აკეთებთ.

გისურვებთ მაქსიმალურად გამოგეყენებინოთ ის დრო , რომელიც გაქვთ, რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ.
გისურვებთ სიყვარულს და რა თქმა უნდა გისურვებთ ყველა პრობლემა ძველ წელს ჩააბაროთ და მომავალი 2024 წელი ისეთი საოცარი იყოს , რომ მისი დასრულება დაგენანოთ.

პ.ს მე თქვენ ძალიან მიყვარხართ . მჯერა გულიდან წამოსულ სიტყვას დიდი ძალა აქვს და კეთილი სურვილები როგორ დემენანოს ?“, - წერს გივიკო დიდია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა მაგარი ამბავია“ - გიორგი დათიაშვილმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა

🎥 გიორგი გილიგაშვილმა ახალი სიმღერა „გავღმერთიანდეთ“ გამოუშვა - ნახეთ კლიპი

🎥 „არანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია არ მაქვს, ასე გაგრძელდება ძალიან დიდხანს“ - თი მაჭავარიანი დედაზე